შესაბამისი სამსახურის სპეციალისტები ადგენენ ხანძრის გამომწვევ მიზეზს. შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შეტყობინების მიღებისთანავე ჩართული იყო ხანძრის ლოკალიზაციისა და სალიკვიდაციო სამუშაოებში, ადგილზე მობილიზებული იყო რვა სახანძრო მანქანა. სამწუხაროდ, დაიწვა შენობის ორივე სართული და იგი საჭიროებს სრულ რეაბილიტაციას.
✅გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე პირადად გაეცნო ამ დროისთვის ადგილზე არსებულ ვითარებას. როგორც რწმუნებულმა აღნიშნა, შენობაში განთავსებული დაწესებულებებისთვის დამწვარი ნაგებობის რეაბილიტაციამდე მოხდება ალტერნატიული ფართის მოძიება.