"ხელისუფლებამ ამ ‘დაჭერობანათი’ აღიარა რომ აქამდე დანაშაულს მალავდნენ, საქმეს აყალბებდნენ, მაგრამ ამ დაჭერით გამოჩნდა ისიც რომ ახლა კიდევ უფრო მალავენ და აყალბებენ!
დაკავებული არაა დათუნა სარალიძის არცერთი მკვლელი! დაკავებული არაა არც ერთი პროკურორი, რომელიც კერავდა ამ საქმეს! მხილებული და დაკავებული არაა არც ერთი პირი, ვისგანაც მოდიოდა ეს დავალება!
ეს ხელისუფლება საქმის გამოძიებით და მკვლელების დასჯით კი არა, თვითგადარჩენითაა დაკავებული - ქართულმა ოცნებამ საზოგადოების მძაფრი პროტესტის გასანელებლად შოთაძის შემდეგ, მორიგ ბარტყად მირზა სუბელიანი გადმოაგდო შუშის სასახლიდან,თუმცა ძალიან ცდება...
საზოგადოება დათუნა სარალიძის ყველა მკვლელისა და საქმის ყველა გამყალბებლის, მკვლელობის ყველა მფარველის დასჯას ითხოვს და არა შუშის სასახლიდან საჩვენებლად გადმოგდებულ ბარტყებს."