„მთავრობამ ცოტა მაინც წამიკრას ხელი - 4-5 თვეა შუაზე ვიხევი, რომ ხელმისაწვდომ ფასებზე ორიენტირებული კლინიკა და აფთიაქი გავხსნა“ - გიორგი ღოღობერიძე

03 Aug 2021 00:45

ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე აცხადებს, რომ ძალიან სურს, საქართველოში ბიუჯეტური კლინიკა და აფთიაქი გახსნას, სადაც მოქალაქეებს მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისის მიღება და მედიკამენტების შეძენა იაფად შეეძლებათ. 


ღოღობერიძე ხაზს უსვამს, რომ თუკი სახელმწიფოში პოლიტიკური ნება იქნება, შესაძლებელია როგორც წამლების, ისე სამედიცინო დახმარების მომსახურებაზე ფასების დაწევა.


„პრემიერმა თქვა, ზოგიერთ მედიკამენტზე ფასი ხელოვნურად არის გაზრდილი 300-400%-ო.

აი, 4-5 თვეა შუაზე ვიხევი, რომ ხელმისაწვდომ ფასებზე ორიენტირებული კლინიკა და აფთიაქი გავხსნა დღეში 2-3 ბიზნესმენს ვხვდები და ტვინს ვუდუღებ, რომ ამ იდეაში ამყვნენ მთავრობა უბრალოდ დამიდგეს გვერდით, ცოტათი მაინც წამიკრას ხელი და იქნება ისეთი აფთიაქები, სადაც არაფერი გაიყიდება 300-400%-ით ძვირად. ხალხიც სარგებელს ნახავს და სახელმწიფოც იხეირებს სახელმწიფოს ზღვა რესურსი აქვს და მათ ეს არ დაუჯდებათ ძვირი. ყველა ეტაპს მივხედავ, ყოველგვარი პოლიტიკური და ფინანსური სარგებლის გარეშე.


მე ჩემითაც მივაღწევ ამ მიზნებს, უბრალოდ, რამდენიმე წელი დამეხარჯება და მათი თანადგომით ეს ყველაფერი რამდენიმე თვეში იქნება“, - წერს გიორგი ღოღობერიძე.




კომენტარები:

ფართი შოპი