ვახტანგ გომელაური: "ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გარემო, სადაც ჩვენი თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, იყოს კომფორტული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი"

03 Aug 2021 01:14

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გარემო, სადაც ჩვენი თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, იყოს კომფორტული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სამინისტროში უწყების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენისას.


"შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტისთვის 60-ზე მეტი ახალი შენობა აშენდა. მომავალი ათი წლის განმავლობაში კვლავ დაგეგმილია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გარემო, სადაც ჩვენი თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, იყოს კომფორტული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი. გარემონტდება:

• პოლიციის  185 შენობა;

• 14 სასაზღვრო სექტორი;

•  საგანგებო სიტუაციების 60 პუნქტი;

•  დროებითი მოთავსების 24 იზოლატორი;

• 18 საექსპერტო შენობა;

•  საპატრულო პოლიციის 15 შენობა;

•  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 13 ობიექტი;

აშენდება:

• პოლიციის 30 შენობა;

•  სასაზღვრო პოლიციის 20 შენობა;

•  საგანგებო სიტუაციების 90 პუნქტი;

•  დროებითი მოთავსების 2 იზოლატორი;

• 1 საექსპერტო შენობა (სამეგრელო-ზუგდიდი);

•  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 ობიექტი;

•  შსს-ს არქივის შენობა;  მიგრაციის დეპარტამენტის 1 შენობა", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.



კომენტარები:

ფართი შოპი