არავის არ ვეჯიბრები, ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ მაქვს თბილისელების ასეთი მხარდაჭერა და თანადგომა - კახა კალაძე

03 Aug 2021 01:52

მე ვარ ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, რომ თბი­ლი­სე­ლე­ბის მხრი­დან მაქვს ასე­თი მხარ­და­ჭე­რა და თა­ნად­გო­მა, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა კახა კა­ლა­ძემ IRI-ის ახა­ლი კვლე­ვის შე­დე­გებ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.


მი­სი­ვე თქმით, შე­ეც­დე­ბა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას მის მი­მართ არ­სე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი უკან გა­კე­თე­ბუ­ლი „მა­გა­რი საქ­მე­ე­ბით“ და­უბ­რუ­ნოს.


„აბ­სო­ლუ­ტუ­რად გულ­წრფე­ლად გე­ტყვით, რომ არა­ვის არ ვე­ჯიბ­რე­ბი. მე ვიცი მო­სახ­ლე­ო­ბის გან­წყო­ბე­ბი ჩემს მი­მართ და ამის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას მე მაძ­ლევს ის ყო­ველ­დღი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა, რაც მაქვს თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა რა­ი­ონ­ში. უამ­რა­ვი შეხ­ვედ­რე­ბი, რო­მე­ლიც არ გა­მი­წყვე­ტია მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ზო­გა­დად, პო­ლი­ტი­კო­სის­თვის რე­ი­ტინ­გი, მის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, გან­წყო­ბე­ბი ვი­ცით თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, შე­სა­ბა­მი­სად, მე ვარ ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, რომ თბი­ლი­სე­ლე­ბის მხრი­დან მაქვს ასე­თი მხარ­და­ჭე­რა და თა­ნად­გო­მა, რა­საც მე ფაქ­ტობ­რი­ვად, ყო­ველ­დღი­უ­რად ვგრძნობ ქა­ლაქ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ ეს სიყ­ვა­რუ­ლი, ეს კე­თილ­გან­წყო­ბა, რაც მო­დის ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, და­ვუბ­რუ­ნო მათ კონ­კრე­ტუ­ლი მა­გა­რი გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბით, რი­თაც ია­მა­ყებს თი­თო­ე­უ­ლი ამ ქა­ლაქ­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნი“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.


კახა კა­ლა­ძემ IRI-ის ახა­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პარ­ტი­ულ რე­ი­ტინგზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ კვლე­ვის შე­დე­გე­ბის მი­მართ ნე­გა­ტი­უ­რა­დაა გან­წყო­ბი­ლი, რად­გან ისი­ნი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა ხოლ­მე.


„სამ­წუ­ხა­როდ, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, ამის ძა­ლი­ან ცუდი გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს, მო­ყო­ლე­ბუ­ლი 2012 წლი­დან, არა­ერ­თი კვლე­ვა შე­მიძ­ლია მო­ვიყ­ვა­ნო მა­გა­ლი­თად, ყვე­ლა არ­ჩევ­ნე­ბის წინ, რო­დე­საც ხდე­ბო­და მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და შემ­დეგ რა შე­დე­გე­ბით სრულ­დე­ბო­და არ­ჩევ­ნე­ბი და ეს, რა თქმა უნდა, ამ კვლე­ვე­ბის მი­მართ ნე­გა­ტი­უ­რად გან­მა­წყობს“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი