"სირცხვილი მათ, ვინც იმაზე ღლიცინებს რომ აქციაზე ცოტა ხალხი მივიდაო!"-ირინა სარიშვილი

11 Jun 2018 02:40

"სირცხვილი მათ ვინც იმაზე ღლიცინებს რომ აქციაზე ცოტა ხალხი მივიდაო! რა გიხარიათ უგუნურნო?! ის რომ ასეთმა უბედურებამაც ვერ შეკრა ერი?! ნაცი–ქოცი და რამე ამდაგვარი არ დამიწეროთ საკუთარი უტრაკობის და უზნეობის გასამართლებლად ოღონდ აქ! გირჩევთ!


მივმართავ მათაც ვინც დააღონა აქციაზე ხალხის მცირე რაოდენობამ: ვისაც არ გახსოვთ შეგახსენებთ და ვინც არ იცით შეგატყობინებთ რომ იყო დრო როცა ჩვენ ამაზე ცოტა ვიყავით და ამაზე ბევრად მეტი უზნეო გვიპირისპირდებოდა და დაგვცინოდა! უნდა გავუძლოთ! თუნდაც იმიტომ უნდა გავუძლოთ რომ ზაზა გავამხნევოთ! თქვენ წარმოგიდგენიათ რა ხდება ეხლა მის გულში?! უნდა გავუძლოთ!


ზაზა კაცი ხარ! მაგარი კაცი! შენი უდიდესი სიყვარული და კეთილშობილება გადგმევინებს უსწორეს ნაბიჯებს! ეს უბადრუკები იმას ვერ ხვდებიან რომ შენ თავი გადადებული გაქვს და არასოდეს არ გექნება გამოუვალი მდგომარეობა – შენნაირ კაცს ყოველთვის აქვს გამოსავალი და ეხლა ამ წუთას რაც გადაწყვიტე – სულ მარტოც რომ დავრჩე ქუჩაში გადამაქვს კარავი და გზას ვკეტავო, სწორედ ის გამოსავალია რასაც ვერც ტვინით, ვერც გამოცდილებიუთ ვერ დაინახავ – შენნაირი გული უნდა გქონდეს რომ დაინახო!


შენთან ვარ ზაზა ბოლომდე! შენი და ჩემი შვილების დასაცავად!
სოლიდარობა ზაზა სარალიძეს!“


კომენტარები:

ფართი შოპი