‘’ირმა ინაშვილის განცხადება „ქართული ოცნების“ პრორუსულ ინტერესებს ახმოვანებს’’ - ევროპული საქართველოს ლიდერი გიორგი ნონიაშვილი

03 Aug 2021 15:16

‘’ნატოსთან ყოველგვარი თანამშრომლობა, ყოველგვარი ერთობლივი წრთვნა არის ჩვენთვის უფრო მეტი უსაფრთხოება, სამწუხაროდ ირმა ინაშვილი ამის წინააღმდეგია, მაგრამ ჩვენ უნდა გავიხსენოთ ვის სატელიტს წარმოადგენს ირმა ინაშვილი, მისი სახელით სინამდვილეში ქართული ოცნება ლაპარაკობს სამწუხაროდ, აქვე გაგახსენებთ, რომ ირმა ინაშვილი ამ წერილში მიმართავს რუსეთის პრეზიდენტს, არა საქართველოს ხელისუფლებას ან ვინმე სხვა, არამედ რუსეთის პრეზიდენტს მიმართავს, იმისთვის რომ მან დახმარების ხელი გამოიწვდინოს და საქართველოსთან დიალოგი აწარმოოს. 

მე მგონია, რომ ეს კოლაბორაციონისტული პოზიციაა.’’ - განაცხადა ნონიაშვილმა


ცნობისთვის პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მიმართა. ამის შესახებ პრორუსმა პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა, სადაც ის პუტინს ჩარევასა და საქართველოსთან  დიალოგის აღდგენისკენ მოუწოდებს.

 




კომენტარები:

ფართი შოპი