ირაკლი ღარიბაშვილი - მთავრობა იღებს სრულ პასუხისმგებლობას არჩევნების აბსოლუტურად მშვიდ, თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებაზე

03 Aug 2021 18:57

ჩვენ გვავიწყდება, რომ გვიყურებს და გვისმენს მოსახლეობა, რომელსაც უნდა ვესაუბროთ ჩვენს ხედვაზე და რეალური საქმით ვაჩვენოთ, რას ვაკეთებთ ჩვენი მოსახლეობისთვის, როგორია ჩვენი ხედვა და როგორ ვაგვარებთ იმ პრობლემებს, რომელიც ქვეყანაშია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მთავრობა იღებს სრულ პასუხისმგებლობას არჩევნების აბსოლუტურად მშვიდ, თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებაზე.


„მაქსიმალურად ვიქნებით მობილიზებული, რომ ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



 


კომენტარები:

ფართი შოპი