გიორგი გახარია თბილისის მერის კანდიდატზე:„არანაირი კონკრეტული გადაწყეტილება დღეს არ არსებობს. ვმუშაობთ, გვეყოლება ღირსეული კანდიდატი. გამოვიყენებთ სრულად დროს, რომელიც გვაქვს“

03 Aug 2021 21:37

სენაკში პარტია ,,საქართველოსთვის“ ახალი ოფისის გახსნის შემდგომ გიორგი გახარიამ მედიის შეკითხვებს უპასუხა. გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბილისის მერობის კანდიდატზე პარტიას გადაწყვეტილება არ მიუღია და ამ საკითხზე მუშაობს.

„რაც შეეხება თბილისს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ არანაირი კონკრეტული გადაწყეტილება თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით დღეს არ არსებობს. ვმუშაობთ გვეყოლება ღირსეული კანდიდატი.“- ამბობს გახარია.

„კანდიდატებთან დაკავშირებით გამოვიყენებთ სრულად დროს, რომელიც ჩვენ გვაქვს, როგორც ჩვენ გვეკუთვნის. მოგეხსენებათ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ -ჩვენი გამოწვევა დღეს ისაა, რომ ჩვენ ერთდროულად ვაყალიბებთ პარტიულ სტრუქტურასაც და ვმონაწილეობთ მუნიციპალურ არჩევნებშიც. ჩვენ არ გვაქვს ის ფუფუნება რაც აქვთ პარტიებს, ჩვენს კონკურენტებს - რომლებსაც ათწლეულებია და წლებია უკვე პარტიული ინფრასტრუქტურა ჩამოყალიბებული აქვთ.“ - აცხადებს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე.





კომენტარები:

ფართი შოპი