"ქართული ოცნების" დეპუტატი: ოცდაათამდე ადამიანი და 3 კარავი სასაცილოა, სამარცხვინო რომ არ იყოს

11 Jun 2018 03:37

"ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას, სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება: 


"რუსთაველის გამზირი... ოცდაათამდე ადამიანი და 3 კარავი
სასაცილოა , სამარცხვინო რომ არ იყოს".


დეპუტატის ამ "პოსტს" "ფეისბუქ" მომხმარებელთა მძაფრი კრიტიკა მოჰყვა:


Lasha Khapava აი, როგორ შეიძლება ასეთი საუბარი, თქვენი ასეთი საუბრის შემდეგ უბრალო ადამიანებს რისი იმედი უნდა ჰქონდეთ? შვილმოკლულ მამაზეა საუბარი თან. 


Lado Espositoსამარცხვინოები ხართ! ღლიცინებთ შვილმოკლულ მამებზე, თანაც პარლამენტის დეპუტატი უმრავლესობიდან. ამაზე მეტი სამარცხვინო რაღა უნდა იყოს..


Nika Nozadzeუნამუსობა როგორც ასეთი! დეპუტატის მანდატი დატოვეთ, არ შეიძლება ასეთი ხალხი წარმოადგენდეს ხალხის ხმას. დასცინეთ შვილმკვდარ მშობლებს და ეთაყვანეთ ბიძინას არა?! მალადეც!


Marita Kublashviliძალიან არასწორია თქვენგან ამგვარი შეფასება და ცინიზმი, საქმე შვილმკვდარ ოჯახებს ეხება და პოლიტიკური ომი მანდ გასაგებია არც ნაციონალების მხრიდან არაა მოსაწონი და თქვენგან ხომ საერთოდ! ვწუხვარ ძალიან გულსატკენია თუნდაც ეს კომენტარი. თქვენ დეპუტატი ხართ...


Tamta Shamatavaსამარცხვინო თქვენი პოსტი და ე.წ შეფასებაა და არა შვილმკვდარი ორი მამა, რომელსაც სხვა გზა არ დაუტოვა ძირმომპალმა სისტემამ


Tamar Zerekidzeსასაცილო ხართ ყველა , ვინც ვერ აცნობიერებს რეალურად რასთან გვაქ საქმე ! სასაცილო ხარ შენ ნინო, ამ ამბით რო ღლიცინებ და გიხარია 30 კაცზე მეტი არ დგას რუსთაველზეო. ნურას უკაცრავად , ასე თუ გააგრძელებეთ 30 000 და კიდევ უფრო მეტ ადამიანს დაინახავთ და აი მაშინ ვნახავ რას იტყვი ...

ცოტა ტვინი გაანძრიეთ და დაფიქრიდით ეს სამარცხვინო პარლამენტის დეპუტატები სანამ რამეს იტუვით.
პ.ს. მათიკაშვილი მომიკითხე.


Beka Natelashviliის არ არის სამარცხვინო, უდანაშაულო ბიჭს საკუთარ სახლში რო ჩაცხრილავს სახელმწიფო და ამის გასაპროტესტებლად მისული ხალხია სამარცხვინო? მამამისია სამარცხვინო, რომელიც ქუჩა-ქუჩა დაეძებს სამართალს და რომელსაც პასუხის ღირსადაც არ თვლით?



კომენტარები:

ფართი შოპი