გახარია: „ღირსება, კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი - ეს არის სამი ძირითადი პრინციპი, რომლითაც ჩვენ შევძლებთ ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას და ჩვენი მოქალაქეების პრობლემების მოგვარებას“

03 Aug 2021 21:59

გიორგი გახარია დღეს სამეგრელოში იმყოფება და მხარდამჭერებთან შეხვედრებს განაგრძობს. გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“ ახალი ოფისები დღეს სენაკსა და ხობში გახსნა და მედიის შეკითხვებსაც უპასუხა. 


„პრობლემები, რომლებიც ხალხს აქვს - მოგვარებადია რა თქმა უნდა და მოგვარებადია საკმაოდ სწრაფად, იმ შემთხვევაში თუ, ძირითადი პრინციპი ნებისმიერი ხელისუფლების, მე არ ვსაუბრობ ეხლა ჩემზე - ნებისმიერი ხელისუფლების პრინციპები იქნება: ღირსება, კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი - ეს არის ის 3 ძირითადი პრინციპი, რომელზე დაყრდნობითაც მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ შევძლებთ ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას.“ - აცხადებს გახარია მედიის კითხვის საპასუხოდ, რამდენად მოგვარებადია მოსახლეობის წინაშე მდგარი პრობლემები. 


„როდესაც მე ვსაუბრობ ძლიერი სახელმწიფოზე, რა თქმა უნდა ვგულისხმობ ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ჩვენი ყველას დღევანდელი  ძირითადი გამოწვევა სამწუხაროდ, სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები და სახელმწიფოა, რომელიც თავის ძირითად, საბაზისო ფუნქციებს ვერ ასრულებს. ამაში დამნაშავეა კორუფციული პრობლემები, ნეპოტიზმი და რა თქმა უნდა პროფესიონალიზმის პრობლემა. მაგრამ ეს ყველაფერი მოგვარებადია.“- ამბობს გახარია.





კომენტარები:

ფართი შოპი