გიო ხუციშვილი გარდაიცვალა

11 Jun 2018 04:11

გიო ხუციშვილი გარდაიცვალა.

ინფორმაციას სტუდენტური ფორუმის თავმჯდომარე ნიკოლოზ მეტრეველი, სოციალური ქსელის მეშევობით ავრცელებს.


ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მომღერალი, გიო ხუციშვილს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა შეექმნა.


"არასდროს არაფერი მაწუხებდა, ფეხი ამტკივდა და მეგობარ ექიმთან, აჩიკო სიხარულისძესთან მივედი. მითხრა, არ მომწონს ეს შენი ფეხის ტკივილი და ჩავიტაროთ დამატებითი გამოკვლევებიო. მე არაფერი მითხრეს, მაიკოს და ჩემს მეგობრებს გაუმხილეს ჩემი ავადმყოფობის შესახებ. კვლევამ აჩვენა ყველაზე ცუდი დიაგნოზი, რაც შეიძლება არსებობდეს. შემდეგ წავედით თურქეთში და იმ დღიდან ომში ვარ. არ ვიცი ეს დაავადება სასჯელია თუ გამოცდა ჩემთვის. მთავარია ვიცი, ღმერთი ჩემს გვერდით არის და მარტო არ ვარ. პირველად როცა მარტო დავრჩი თურქეთში პალატაში, სიმარტოვეში მივხვდი რომ მარტო არ ვარ და ვთქვი, ღმერთო გადამარჩინე-მეთქი. უკვე ოთხჯერ ვიყავი ისრაელში, ექვს კვირაში ერთხელ უნდა ვიარო. ზუსტად ვიცი წინ ბევრი ბედნიერი წამი და წუთი მელის"- ამბობდა გიო ხუციშვილი.


გასული თვის ბოლოს, ხნის წინ ფი­ლარ­მო­ნი­ის წინ გიო ხუ­ციშ­ვი­ლის ვარ­სკვლა­ვი გა­იხ­სნა. მა­ნამ­დე მომ­ღე­რალ­მა კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა, სა­დაც ოცი სიმ­ღე­რა შე­ას­რუ­ლა, მათ შო­რის იყო დუ­ე­ტე­ბი მე­უღ­ლეს­თან და შვილ­თან, ზუკა ხუ­ციშ­ვილ­თან ერ­თად.

კონ­ცერტს ფი­ლარ­მო­ნა­ში და ვარ­სკვლა­ვის გახ­სნას უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი სახე ეს­წრე­ბო­და. იქ იმ­ყო­ფე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­მი­ე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლიც. სწო­რედ მან გახ­სნა მომ­ღერ­ლის ვარ­სკვლა­ვი.





კომენტარები:

ფართი შოპი