მომხმარებელს ასობით სახელმწიფოსერვისის მიღება იუსტიციის სახლსა თუ საზოგადოებრივ ცენტრში ვიზიტის გარეშე, მობილური ტელეფონის გამოყენებით, დისტანციურად შეეძლება, ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა.
რატი ბრეგაძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო ინოვაციური პროექტის „ციფრული იუსტიციის სახლის“ დანერგვას გეგმავს.პროექტი მომხმარებელს შესაძლებლობა მისცემს, ნებისმიერი სერვისი მობილური აპლიკაციის საშუალებით, სახლიდან გაუსვლელად მიიღოს. მობილური აპლიკაცია იქნება იუსტიციის სახლების განვითარების თანამედროვე და ციფრული გაგრძელება.