იუსტიციის სახლში პრემიუმ მომსახურების სივრცეები შეიქმნება

04 Aug 2021 18:39

იუსტიციის სამინისტროს 10 წლიანი სტრატეგიული გეგმის ფარგლებში, იუსტიციის სახლი ,,პრემიუმ მომსახურების სივრცეების“ პროქტის განხორციელებას იწყებს. პროექტი იუსტიციის სახლში ბიზნეს სექტორის მომსახურებისთვის განკუთვნილი სივრცეები შექმნას გულისხმობს.

 

მომსახურების სივრცეში ბიზნეს სუბიექტი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიღებას სრულიად განსხვავებული კონცეფციის გარემოში, „ერთი ფანჯრის პრინციპით“   შეძლებს.

 

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ,,პროექტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ურთიერთობას სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს, რაც ბიზნესის დაწყებისა და კეთების სიმარტივის კუთხით საქართველოს პოზიციებს მსოფლიო მასშტაბით კიდევ უფრო გაამყარებს.“

 



კომენტარები:

ფართი შოპი