საქართველოში პირველად, ევროპული სტანდარტების პენიტენციური დაწესებულება შენდება

04 Aug 2021 18:42

,,ლაითურის პენიტენციური დაწესებულება იქნება პირველი საპატიმრო საქართველოში, რომელიც თავისი ინფრასტრუქტურული შესაძლებლობებით რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზანს სრულყოფილად მოემსახურება“ - ამის შესახებ საქართველოს  იუსტიციის მინისტრმა 10 წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

რატი ბრეგაძის თქმით: საპატიმრო სრულად პასუხობს როგორც ევროპულ სტანდარტებს, ასევე წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის რეკომენდაციებს.

 

700-მდე მსჯავრდებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2022 წელს დასრულდება.

 


კომენტარები:

ფართი შოპი