მსოფლიო სპორტის ლეგენდა ლაშა ტალახაძე, უკვე მეორედ, ოლიმპიური ჩემპიონია, ვულოცავ ლაშას და სრულიად საქართველოს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “Facebook”-ში წერს.
“გამარჯვება, რომელსაც ყველა ველოდით! მსოფლიო სპორტის ლეგენდა ლაშა ტალახაძე, უკვე მეორედ, ოლიმპიური ჩემპიონია და დაამყარა მსოფლიოს ორი ახალი რეკორდი! ვულოცავ ლაშას და სრულიად საქართველოს!”-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.