გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან ერთად, შეკვეთილის ,,მუსიკოსთა პარკის“ პროექტების მენეჯერს ციცი იაშვილსა და საკონცერტო დარბაზ ,,ბლექ სი არენა“-ს დირექტორის მოადგილეს ამირან ჯანელიძეს შეხვდა

04 Aug 2021 20:52

სტუმრებმა რწმუნებულს მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტებისა და ღონისძიებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.


,,მუსიკოსთა პარკში“ გაიხსნა სოციალური სივრცე, რომლის  მისიაა ადამიანები ერთი მიზნის გარშემო გააერთიანოს, რაც ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარებით გარემოსა და ერთმანეთზე ზრუნვას გულისხმობს.


ამა წლის 14 აგვისტოს  მუსიკოსთა პარკში არსებული "სოციალური სივრცე" ავსტრიელ მუსიკოსს და ეკოაქტივისტ მანუ დელაგოს თავის ბენდთან ერთად  უმასპინძლებს. ის საქართველოს ReCycling Tour-ის ფარგლებში ეწვევა. ReCycling Tour-ის მიზანი საკონცერტო ღონისძიებების პარალელურად ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ეკომეგობრული ტურების წახალისებაა.




კომენტარები:

ფართი შოპი