როგორ ებრძვის ცნობილი თურქი მსახიობი მასშტაბურ ხანძარს - ამაღელვებელი კადრები თურქეთიდან, რომელმაც სოციალური ქსელი მოიცვა

05 Aug 2021 09:08

უკვე ერთ კვი­რა­ზე მე­ტია, რაც თურ­ქეთ­ში მას­შტა­ბურ ხან­ძარს ებ­რძვი­ან, თუმ­ცა ამ დრომ­დე ცე­ცხლის კე­რე­ბის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და ქვეყ­ნის ცნო­ბი­ლი სა­კუ­რორ­ტო ქა­ლა­ქე­ბი­დან, მათ შო­რი­საა, ან­ტა­ლია, მუღ­ლა, მერ­სი­ნი, ადა­ნა და ოს­მა­ნიე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს ად­გი­ლე­ბი სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბის ზო­ნად გა­მო­ცხად­და.


მე­დი­ა­ში ხან­ძრის ამ­სახ­ვე­ლი შო­კის­მომ­გვრე­ლი ფო­ტო­ე­ბი და ვი­დე­ო­კად­რე­ბი ვრცელ­დე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ კად­რებს ჰო­ლი­ვუ­დურ ფილ­მებს ადა­რებს.

ხან­ძრის ჩაქ­რო­ბის სა­მუ­შა­ო­ებ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი, ირა­ნუ­ლი, რუ­სუ­ლი და უკ­რა­ი­ნუ­ლი ვერ­ტმფრე­ნე­ბი არი­ან ჩარ­თულ­ნი.


პა­რა­ლე­ლუ­რად პო­პუ­ლა­რუ­ლი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებს დახ­მა­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.


ვრცელ­დე­ბა კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რომ მო­ხა­ლი­სე­ობ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თუ­ლია თურ­ქი ვარ­სკვლა­ვი, მსა­ხი­ო­ბი იბ­რა­ჰიმ ჩე­ლი­ქო­ლი, რო­მელ­საც თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი კარ­გად იც­ნო­ბენ.

იბ­რა­ჰიმს, რო­მე­ლიც წარ­სულ­ში კა­ლათ­ბურ­თე­ლი იყო და სპორ­ტით მუდ­მი­ვა­დაა და­კა­ვე­ბუ­ლი, ფი­ზი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, რომ ხან­ძრის ჩაქ­რო­ბის სა­მუ­შა­ო­ებ­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თოს და ნა­ყო­ფი­ე­რად ჩა­ერ­თოს. ის მარ­მა­რის­ში ცდი­ლობს სტი­ქი­ას ებ­რძო­ლოს.


ამბები.ge 



კომენტარები:

ფართი შოპი