"ცირკში როდის იყო ვინმეს რამე აუშენებია, ვერ ააშენებ" - გიორგი გახარია

05 Aug 2021 14:11

"30 წელი ერთ წრე­ზე დავ­დი­ვართ. რა­ღა­ცის შე­ნე­ბას და­ვი­წყებთ, მოვა ახა­ლი - და­ან­გრევს, რა­ღა­ცის შე­ნე­ბას და­ვი­წყებთ, მოვა კი­დევ ვი­ღაც სხვა - და­ან­გრევს, ასე არ გა­მო­ვა", - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი გა­ხა­ე­რი­ამ წა­ლენ­ჯი­ხა­ში მხარ­დამ­ჭე­რებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.


რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ პარ­ტი­ი­დან აც­ნო­ბეს, გი­ორ­გი გა­ხა­რია რე­გი­ო­ნებ­ში ოფი­სე­ბის გახ­სნას და მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რებს გა­ნაგ­რძობს. დღეს გა­ხა­რი­ამ წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ქა­ლაქ ჯვარ­შიც გახ­სნა რე­გი­ო­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია და მხარ­დამ­ჭე­რებს შეხ­ვდა.

"

ჩვენ ისეთ დღე­ში ვართ, ქვე­ყა­ნას, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს, მხარ­და­ჭე­რა და გაძ­ლი­ე­რე­ბა სჭირ­დე­ბა. ჩვენ, ახლა რა­საც ვუ­ყუ­რებთ, თუ დრო­ზე საქ­მეს ხელი არ მოვ­კი­დეთ და ამ ქვეყ­ნი­დან ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო არ შევ­ქმე­ნით... 30 წელი ერთ წრე­ზე დავ­დი­ვართ. რა­ღაც შე­ნე­ბას და­ვი­წყებთ, მოვა ახა­ლი - და­ან­გრევს, რა­ღა­ცის შე­ნე­ბას და­ვი­წყებთ, მოვა კი­დევ ვი­ღა­ცა სხვა - და­ან­გრევს, არ გა­მო­ვა, ასე. ასე, უბ­რა­ლოდ, ჩვენს თავს ვი­ზი­ა­ნებთ და ჩვე­ნი ბავ­შვე­ბის მო­მა­ვალს ვა­ზი­ა­ნებთ“, - მი­მარ­თა გა­ხა­რი­ამ მხარ­დამ­ჭე­რებს.


გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ხაზი გა­უს­ვა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის და ეფექ­ტუ­რო­ბის­თვის თა­ვად მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან მო­თხოვ­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.


"ღირ­სე­ბა, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი - ამის იქით სხვა არ­ჩე­ვა­ნი და სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ არის. ასე ვგეგ­მავთ და ამ გზას მი­ვუყ­ვე­ბით. ყო­ველ­თვის, აქამ­დე რაც გვით­ქვამს, ის გაგ­ვი­კე­თე­ბია წყნა­რად, მშვი­დად - ჯერ მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი, მერე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი და სა­ბო­ლო­ოდ თავი უნდა და­ვად­გათ ამ ქვეყ­ნის­გან ნორ­მა­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნას, ეს არის ჩვე­ნი მი­ზა­ნი. ვი­საც ჩვე­ნი სჯე­რა და ვინც გვენ­დო­ბა, ისი­ნი გვერ­დით დაგ­ვიდ­გე­ბი­ან, ვინც არა, ისი­ნი თა­ვის გზას და­ად­გე­ბი­ან. არა­ვის არ ვა­ძა­ლებთ, უბ­რა­ლოდ, ყვე­ლას უნდა გვეს­მო­დეს, რა არის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის არის“, - ამ­ბობს გა­ხა­რია.


მისი თქმით, ახა­ლი პარ­ტია ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია არა და­პი­რე­ბე­ბის გა­ცე­მა­ზე, არა­მედ მათ შეს­რუ­ლე­ბა­ზე და მის გუნდს საქ­მის კე­თე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს.


"ამ ქვე­ყა­ნა­ში თუ ვინ­მე პო­ლი­ტი­კა­ში ყო­ფი­ლა, ხალ­ხს უკვე ყვე­ლა და­პი­რე­ბა მის­ცა და ყვე­ლა­ფე­რი უკვე და­პი­რე­ბუ­ლია. ჩვენ საქ­მის ხალ­ხი ვართ, საქ­მე მი­კე­თე­ბია ყო­ველ­თვის. პირ­ველ რიგ­ში, რაც უნდა გა­ვა­კე­თოთ - ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო უნდა შევ­ქმნათ, რო­მელ­მაც მერე უნდა იზ­რუ­ნოს გლეხ­ზეც, კულ­ტუ­რა­ზეც, აფხა­ზეთ­ზეც უნდა იზ­რუ­ნოს და ყვე­ლა­ფერ­ზე. ეს არის ჩვე­ნი მი­ზა­ნი. ამის გა­კე­თე­ბა გვინ­და და ვა­კე­თებთ ისე, რომ ერ­თმა­ნე­თი კი არ ვლან­ძღოთ და ცირ­კი კი არ მო­ვა­წყოთ, ახლა რაც ხდე­ბა, არა­მედ, ღირ­სე­უ­ლად, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რით სა­დღაც მი­ვი­დეთ.“- ამ­ბობს გა­ხა­რია.


პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ თავ­მჯდო­მა­რემ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლის მი­ზეზ­ზეც ისა­უბ­რა.


"ბევ­რს ლე­გი­ტი­მუ­რი კი­თხვა ექ­ნე­ბა, რომ იქ არ იყა­ვიო და გა­გე­კე­თე­ბი­ნაო... რაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო და სა­დამ­დეც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, მა­ნამ­დე ვა­კე­თებ­დი, სა­დაც შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და, კი წა­მო­ვე­დი,“ - ამ­ბობს გა­ხა­რია.


"პა­ტა­რაა ეს ქვე­ყა­ნა და შე­საძ­ლე­ბე­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი. უბ­რა­ლოდ ამას სჭირ­დე­ბა ღირ­სე­ბა, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და არა ომი, ჩხუ­ბი და ლან­ძღვა - შრო­მა სჭირ­დე­ბა. ამ ცირ­კში რო­დის იყო ვინ­მეს რამე აუ­შე­ნე­ბია, ვერ აა­შე­ნებ. ამი­ტომ, ჩვენ მო­წო­დე­ბუ­ლი ვარ ახლა მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ვახ­დი­ნოთ ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა ჯერ მუ­ნი­ცი­პა­ლურ არ­ჩევ­ნებ­ში, შემ­დგომ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში. და უბ­რა­ლოდ ვა­ნა­ხოთ ყვე­ლას, რას ნიშ­ნავს კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად ემ­სა­ხუ­რო ქვე­ყა­ნას, ხალ­ხს და სა­ხელ­მწი­ფოს და ეს ჩვენ გაგ­ვი­კე­თე­ბია და შეგ­ვიძ­ლია და გა­ვა­კე­თებთ კი­დე­ვაც“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.





კომენტარები:

ფართი შოპი