საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-მაიორი ტომას კარდენი ეროვნულ გვარდიას ესტუმრა. ამერიკელ გენერალს ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა კობა ახვლედიანმა უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა ჯორჯიის შტატისა და საქართველოს ეროვნულ გვარდიებს შორის არსებულ 27 წლის პარტნიორობასა და თანამშრომლობაზე, ასევე, რეკრუტირების სამსახურის მიმართულებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
შეხვედრას ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ლევან გუგენაშვილი, ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე, G-5-ის სამსახურის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი ჯონი უჩანეიშვილი და ეროვნული გვარდიის მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი მირიან ფორჩხიძე დაესწრნენ.