რა არის აგრო კრედიტი

05 Aug 2021 17:45

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა საუკუნეების მანძილზე ყველაზე გავრცელებული იყო ჩვენს ქვეყანაში, რაც დღესაც არ კარგავს ინტერესს, შესაბამისად იზრდება ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანების რიცხვიც. ტექნოლოგიურმა განვითარებამ ბევრი სასიკეთო ცვლილება გამოიწვია ამ სფეროში, ამიტომ თანამედროვე ადამიანები მუდმივად ცდილობენ ახალი ტექნიკის ათვისებას მათ სასარგებლოდ, თუმცა მეორე მხრივ ეს ნაწილი გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული, რომელიც კონკრეტულ მომენტში შეიძლება ფერმერს არ ჰქონდეს. ამასთანავე, საკუთარი საქმიანობის დაწყებისას მნიშვნელოვანია საწყისი კაპიტალი, რაც ასევე ხშირ პრობლემა წარმოადგენს. შესაბამისად, ფერმერებსა თუ სხვა დაინტერესებულ ადამიანებს გარკვეულწილად უწევთ რისკის გაწევა, რისთვისაც შესაძლოა ფინანსურად მზად არ იყვნენ. ამის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო ალტერნატივა ისეთი გრძელვადიანი კრედიტის აღებაა, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს ამ სფეროს სპეციფიკას.


აგრო კრედიტი სესხის განსაკუთრებული ტიპია, რომელიც გაიცემა მხოლოდ მიზნობრიობით და განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო სფეროში ჩართული პირებისთვის. სესხის აღება შეგიძლიათ თუ გადაწყვეტილი გაქვთ სათბურის გაკეთება, პროდუქტის შეძენა, ფერმის აშენება, საქონლის შეძენა, უკვე არსებული საქმიანობისთვის კონკრეტული ტექნიკის შეძენა, ჩანაცვლება ან სხვა ტიპის შესაძლებლობას ეძებთ, რომელიც ამ სფეროს უკავშირდება. კრედიტის უმთავრეს უპირატესობას გადახდის მოქნილი გრაფიკი წარმოადგენს, რომელიც როგორც წესი, შემოსავლის პირველი აღებისას იწყება და მაქსიმალურად ითვალისწინებს საქმიანობის სპეციფიკას და გამოწვევებს. პირობები სხვადასხვა ბანკებსა თუ სასესხო ორგანიზაციებში შეიძლება განსხვავებული იყოს, ამიტომ უპირველესად აჯობებს გაეცნოთ სხვადასხვა ალტერნატივას, განიხილოთ ყველა ვარიანტი და აირჩიოთ ყველაზე კომფორტული.


აგრო კრედიტი შეიძლება აიღოს საქართველოს მოქალაქემ, ვისაც შეუსრულდა 18 ან მეტი წელი და ჩართულია ან სწორედ რომ სესხის თანხით აპირებს ჩაერთოს აგრო სფეროში. სასესხო განაცდახის განხილვისას ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბიზნეს გეგმას, ამიტომ მნიშვნელოვანია წინასწარ სწორად გქონდეთ გათვილი ყველაფერი. სესხის აღების პროცედურა ძალიან გამარტივებულია, განაცხადის შევსება შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებ-გვერდზევე, ასევე ფილიალში ვიზიტისას. ამის შემდეგ კი უშუალოდ სპეციალესტებთან მოგიწევთ პირველადი კომუნიკაცია და ყველა იმ დეტალების გავლა, რომელიც საჭიროა. ბოლო ნაწილი კი ოფისში მისვლა, სადაც საბოლოოდ დააზუსტებთ შეთანხმების ყველა ნაწილს. აგრო კრედიტით სარგებლობისთვის თავდების მოთხოვნა საჭირო არ არის, უმეტესად ეს დამოკიდებულია თანხის მოცულობაზე. სესხი გაიცემა ნებისმიერ ადამიანზე, მთავარია ბიზნეს გეგმა სწორად ჰქონდეს შედგენლი და არ აქვს მნიშვნელობა მის წარსულს, რაც საკმაოდ მომგებიანს ხდის სარგებლობას. ცუდი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში დეტალების დაზუსტება უშუალოდ ექსპერტთან ხდება, რომელიც გასაუბრებისა და ყველა დეტალის შეჯამების შემდეგ გადაწყვეტს რამდენად უღირს კომპანიას სესხის გაცემა, თუმცა თუ ამ დრომდე სესხი არ აგიღიათ, ან არსებული ჯერ არ დაგიფარავთ, ეს არავითარ პრობლემას არ შეგიქმნით.


სესხით სარგებლობისას საფინანსო ორგანიზაცია ითვალისწინებს თქვენს მდგომრეობას, სფეროს სპეციფიკას და გთავაზობთ გადახდის ისეთ გრაფიკს, რომელიც თქვენზე იქნება მორგებული, რადგან სასესხო ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანია თქვენი წარმატება, იმისთვის, რომ სესხის ეტაპიბრივად დაფარვა შეძლოთ, ამიტომ სრულად გაითვალისწინებენ თქვენს აზრსაც. ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სესხის გამცემ ორგანიზაციამ ზუსტად უნდა იცოდეს თანხის დახარჯვას რაში აპირებთ, რათა ყველა მნიშვნელოვანი დეტალი სწორად განისაზღვროს.



კომენტარები:

ფართი შოპი