როგორ მოვაწესრიგოთ ბუღალტერია

05 Aug 2021 17:46

მენეჯერებისთვის კომპანიის მართვისას მცირედი დეტალის გათვალისწინებაც კი აუცილებელია, რათა სიტუაციის სრული ანალიზი და გადაწყვეტილების სწორად მიღება შეძლონ. ასეთ დროს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი ფინანსებია, რომელიც აუცილებელია სწორად და გასაგებად იყოს გადანაწილებული. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბუღალტერია დალაგებული იყოს სტარტაპებსა და ისეთ კომპანიებში, რომლებიც ახლა იწყებენ თავიანთ საქმიანობას. ასეთი ტიპის კომპანიებში აუცილებელია ფინანსები მაქსიმალური სიზუსტით იყოს გადანაწილებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, რადგან რაც შეიძლება ნაკლები ფინანსური დანახარჯით მაქსიმალურად დიდი შედეგის დაიდოს. ფინანსური ნაწილის სწორად წარმოებისას შესაძლებელია კომპანიის ამჟამინდელი მდგომარეობის ზუსტად განსაზღვრა და სამომავლო გეგმებისა თუ ნაბიჯების უფრო მეტად ეფექტურად დაგეგმვა. ასეთ დროს, მთავარ როლს სწორედ ის ადამიანი თუ ადამიანთა გუნდი ასრულებს, ვინც ფინანსურ ნაწილს განაგებს, შესაბამისად, აუცილებელია ეს ხალხი კომპეტენტური და სანდო იყოს, რათა საქმე კანონიერ ჩარჩოში იყოს წარმოებული.


დღევანდელ რეალობაში, როდესაც ყველა სფერო თანდათან ვითარდება, გამონაკლისი არც ბუღალტერიაა, შესაბამისად აქაც ინერგება ახალი მიდგომები და სტანდარტები. აუცილებელია ბუღალტრული მომსახურება მაღალ დონეზე იყოს გაწეული, ამიტომ კომპანიების უმეტესობა უფრო მეტად ირჩევენ ამ სფეროს აუთსორსზე წარმოებას და თავისი საქმის პროფესიონალებისთვის ჩაბარებას. ასეთი ტიპის თანამშრომლობა სულ უფრო მეტად ტრენდული ხდება, რაც გამოწვეულია მომგებიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ბუღალტრულ კომპანიას საკუთარი ინტერესი აქვს თავისი საქმის მაღალ დონეზე გაკეთებით დაეხმაროს პარტნიორ კომპანიას წარმატების მიღწევაში, რაც თავისთავად განსაზღვრავს მის დადებით იმიჯს, ზრდის მის ცნობადობას და განსაზღვრავს მის წარმატებას.


ბუღალტერიის აუთსორსზე წარმოება საკმაოდ კოფორტული და სანდოა, მისი მუშაობის მექანიკა შემდეგია - სულ თავიდან ბუღალტრული კომპანიიდან ერთი ადამიანი ჩაიბარებს პარტნიორი ორგანიზაციის ფინანსებს, ვინც სრულად სწავლობს ამჟამინდელ მდგომარეობას, ამოწმებს წინა პერიოდებს, საჭიროების შემთხვევაში აკორექტირებს ხარვეზებს, განსაზღვრავს რამდენად შესაბამისობაში მოდის ესა თუ ის გადაწყვეტილება ფინანსურ გარემოსთან, ადარებს კომპანიის წარსულ გამოცდილებას, სრულად უყრის თავს მთლიან ინფორმაციას და შემოსავლებისა თუ გასავლის ანალიზს გააკეთებს. ამის შემდეგ, აკეთებს დეტალურ რეპორტს, რომელიც ეგზავნება მენეჯერს, რათა განისაზღვროს ამჟამინდელი მდგომარეობა. რეპორტს შეიძლება თან დართული ჰქონდეს საკუთარი რჩევები და კომენტარები, რაც სამომავალო მიზნების დაგეგმვაში მენეჯერს ძალიან დიდ სამსახურ სუწევს. ასეთი სახით ბუღალტრული მომსახურება არ არის ერთჯერად ყველაფრის მოწესრიგება, არამედ პერმანენტული ხასიათი აქვს, რომელიც მიმართულია კომპანიის წარმატებისკენ. ასეთი ტიპის თანამშრომლობისას ყოველთვის სასურველია მენეჯერიც დროდადრო სრულად ჩართული იყოს საქმეში, გაეცნოს პერიოდულ რეპორტებს, დასვას კითხვები და მოუსმინოს პროფესიონალების რჩევებს, რათა გადაწყვეტილების მიღებისას ყველა დეტალი განსაზღვროს.


ბუღალტერიის აუთსორსზე წარმოება კომფორტულია როგორც დიდი, ასევე პატარა კომპანიისთვის, რადგანაც პროფესიონალთა გუნდი სულ ხაზზეა და დღის ნებისმიერ მონაკვეთში მენეჯერს შესაძლებლობა აქვს მოისმინოს კონკრეტული ფინანსური რჩევა ამა თუ იმ საკითხზე. ამასთანავე, სტარტაპისა თუ მცირე კომპანიისთვის საკმაოდ მომგებიანია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ფინანსური სფერო დამფუძნებლებზეა გადანაწილებული, ვინაიდან აუცილებელია მკვეთრად იყოს გამიჯნული კომპეტენციის სფეროები, რაც მენეჯერებს უფრო მეტ დროს აძლევს სხვა საქმის უკეთესად გაკეთებისთვის.



კომენტარები:

ფართი შოპი