ამირან გამყრელიძე - მკაცრად დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ, მაინც და მაინც ქაღალდზე დაწერილი და ბეჭედდარტყმული უნდა იყოს?

05 Aug 2021 17:55

გამოსავალი დღეს არის მხოლოდ ერთი - დავიცვათ მკაცრად ის რეკომენდაციები, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ. მაინცდამაინც ქაღალდზე დაწერილი და ბეჭედდარტყმული უნდა იყოს?- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.


გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამოსავალი რეკომენდაციების დაცვა და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობაა.


„ეპიდსიტუაცია სერიოზულად გვაქვს გაუარესებული. რისკები, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალია, ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აქედან გამოსავალი დღეს არის მხოლოდ ერთი - ის, რომ დავიცვათ მკაცრად ის რეკომენდაციები, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ. მაინცდამაინც ქაღალდზე დაწერილი და ბეჭედდარტყმული უნდა იყოს? გთხოვთ, გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ ყველამ ვატაროთ პირბადე დახურულ სივრცეში, იქ სადაც, ღია სივრცეში ერთად ვიკრიბებით 5 ადამიანი, ყველას გვქონეს პირბადე. კი ბატონო, ნუ გექნებათ პირბადე, როდესაც ლისის ტბაზე სეირნობთ, მაგრამ როდესაც რამდენიმე ადამიანი ერთად სეირნობთ და საუბრობთ, გაიკეთეთ პირბადე. ამაზე კარგი დაცვის საშუალება არ არის. 

უნდა მოვახდინოთ ვაქცინაციის ინტენსიფიცირება ავედით ხომ 20 000-ზე, არ არის საკმარისი ეს რიცხვი გვინდა 25 000, კიდევ უკეთესი იქნება, დღეში 30 000. საშუალება იყოს ქვეყანაში 100 000 ვაქცინა გავაკეთოთ დღეში, ყოველდღიურად სწრაფად შევაჩერებთ ეპიდემიას, გასაგებია, რომ ეს ყველასთვის ძალიან უტოპიური ციფრია, მაგრამ, შესაძლებელია, რომ 30 000 -ზე ავიდეთ 1 კვირის განმავლობაში. ყველამ ერთად ეს გავაკეთოთ, რომ პანდემია სწრაფად დამთავრდეს “, - განაცხადა გამყრელიძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი