გიორგი გაბუნიას და სოფო ნიჟარაძის პიკანტური ფოტოები - რა ხდება წყვილს შორის?

29 Jun 2017 20:54

მომღერალ სოფო ნიჟარაძის პირადი ცხოვრება საზოგადოების მუდმივი ინტერესის საგანია. მშვენიერი მომღერლის გარშემო ახალი ჭორები "X ფაქტორის" ახალი სეზონის შემდეგ კვლავ აგორდა. მისი და ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას ახლო ურთიერთობა გულშემატკივრებს და მაყურებელს არ გამოპარვია.


გიორგი და სოფო მეგობრობენ შოუშიც და რეალურ ცხოვრებაში, მაგრამ ხომ არ არის მათი ურთიერთობა მეგობრობაზე მეტი?


ფეისბუქზე "X ფაქტორის" მენტორების საკმაოდ პიკანტურ ფოტოებსაც წააწყდებით, რომლებსაც ინტერნეტმომხმარებლის არაერთგვაროვანი კომენტარები ახლავს: "ულამაზესი წყვილი"; "ნეტა მართლა ერთად არიან?!"; "ყველაზე კარგები ხართ ერთად და ცალ-ცალკე; "საყვარლები ხართ""იმედი მაქვს ბევრს არ სჯერა რომ ერთად არიან..."


სხვათაშორის, ამ ურთიერთობაზე წყვილი ხშირად ხუმრობს. ერთ-ერთ ერთობლივ ფოტოზე, რომელიც სოფო ნიჟარაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე განათავსა, დააწერა: "ამ სიყვარულს რა ვუყო? როგორ დავმალო?". სოფო ნიჟარაძის სოფოზე, "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ასეთი კომენტარი დატოვა: "რაღა დროს დამალვაა? კაი მოწიფული ყვავის ხნისები ხართ... ისე, მშვენივრად უხდებით ერთმანეთს. ლამაზი, ნიჭიერი და სწერვა ბავშვები გეყოლებათ" - წერს ნიკა გვარამია კომენტარში.


ცოტა ხნის წინ გიორგი გაბუნიამ ფეისბუქზე ურთიერთობის სტატუსი შეცვალა და დაწერა, რომ სოფო ნიჟარაძესთან 


"გაურკვეველ ურთიერთობაშია", რასაც სოფო კომენტარით გამოეხმაურა: "ზოგს რომ არ ჯერა? არ დანახულს იჯერებენ და ჩვენით აღიარებულს არა! გამაგიჟებს ეს ხალხი" - წერს ნიჟარაძე. "მეჯვარე ვინ არის?!" - ეკითხება სტეფანე მღებრიშვილი. სოფო: "ჩემი შენ... მაგრამ ჯერ ადრეა, არ დამიშინო ბიჭი, ხომ იცი ასაკში რთულად იღებენ ოფიციალურ სტატუსს..."



წყარო: http://www.ambebi.ge/kulturashoubiznesis/205904-giorgi-gabunias-da-sofo-nizharadzis-pikanturi-fotoebi-qx-faqtoridanq-ra-khdeba-tsyvils-shoris.html


კომენტარები:

ფართი შოპი