შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადება

05 Aug 2021 20:06

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 6 აგვისტოს, 02:00 საათიდან 05:00 საათამდე, უღელტეხილზე, ორივე მიმართულებით ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება აიკრძალება.


ასევე, გაცნობებთ, რომ დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე-გომის მიმამრთულებით, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები - გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით.



კომენტარები:

ფართი შოპი