ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სამი ახალი, ხელოვნურსაფარიანი მოედანი შენდება

05 Aug 2021 22:43

დღეს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ - ლაშა ჭიჭინაძემ, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ქ. ამბროლაურსა და სოფ. ურავში მშენებარე სტადიონები დაათვალიერა. რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ და პროექტების მიმდინარეობაზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სპორტული მოედნების მშენებლობისთვის 180 000-მდე ლარია გამოყოფილი. 


სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარება და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია, შესაბამისად, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სამუშაოები ხორციელდება.



კომენტარები:

ფართი შოპი