კახა კალაძე - სუს-ი უნდა უსმენდეს იმას, ვისი საჭიროებაც არის, კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში - მე არ მაქვს განცდა, რომ მისმენენ

06 Aug 2021 00:06

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა უსმენდეს იმას, ვისი საჭიროებაც არის, კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. მე არ მაქვს ამის განცდა, რომ მისმენენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა, ვიღაცას ჰქონდეს იმის განცდა, რომ სუს-ი უსმენს.


„რამდენიმე დღის წინ, ამასთან დაკავშირებით გავაკეთე განცხადება. ასე რომ, დამატებით, რაიმე სიახლეს ვერ ვიტყვი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა უსმენდეს იმას, ვისი საჭიროებაც არის, კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. მე არ მაქვს ამის განცდა, რომ მისმენენ. შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს, მე არ მაქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი