ნიდერლანდების გადაწყვეტილებით, საქართველოს 8 აგვისტოდან "ძალიან მაღალი რისკის ქვეყნის" სტატუსი მიენიჭება

06 Aug 2021 00:54

ნი­დერ­ლან­დე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს „ძა­ლი­ან მა­ღა­ლი რის­კის ქვეყ­ნის“ სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭე­ბა. რო­გორც ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კვლავ ძა­ლა­ში რჩე­ბა "ნა­რინ­ჯის­ფე­რი კოდი".


"გაც­ნო­ბებთ, რომ 8 აგ­ვის­ტო­დან, ნი­დერ­ლან­დე­ბის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მი­ე­ნი­ჭე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბის „ძა­ლი­ან მა­ღა­ლი რის­კის ქვეყ­ნის“ (a very high-risk area) სტა­ტუ­სი. თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კვლავ ძა­ლა­ში დარ­ჩე­ბა „ნა­რინ­ჯის­ფე­რი კოდი“ და მას არ მი­ე­ნი­ჭე­ბა „წი­თე­ლი კოდი“.


ეს ნიშ­ნავს, რომ 8 აგ­ვის­ტო­დან სა­ქარ­თვე­ლო­დან ნი­დერ­ლან­დებ­ში ტუ­რის­ტუ­ლი მიზ­ნით შე­მომ­სვლელ­მა ყვე­ლა მგზავ­რმა უნდა წა­რად­გი­ნოს რო­გორც სრუ­ლად ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ცნო­ბა/სერ­ტი­ფი­კა­ტი, ასე­ვე - Covid-19-ზე ბოლო 72 სა­ათ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი PCR ტეს­ტის უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი (სრუ­ლად ვაქ­ცი­ნა­ცია + PCR ტეს­ტი).


გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლო­დან ნი­დერ­ლან­დებ­ში შე­მო­სუ­ლი მგზავ­რე­ბის მი­მართ იმოქ­მე­დებს სა­ვალ­დე­ბუ­ლო 10-დღი­ა­ნი იზო­ლა­ცია/კა­რან­ტი­ნი, რო­მე­ლიც ეხე­ბა ყვე­ლას, მათ შო­რის ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ მგზავ­რებ­საც. იზო­ლა­ცი­ა­ში მყოფ მგზავრს შე­უძ­ლია, რომ მე-5 დღეს ჩა­ი­ტა­როს ტეს­ტი­რე­ბა და, უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხის შემ­თხვე­ვა­ში, და­ტო­ვოს იზო­ლა­ცია", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.


წყარო: ამბები.ge



კომენტარები:

ფართი შოპი