ეს ციფრი არ გვექნებოდა, რომ არა ირაკლი ღარიბაშვილის სწორი პოლიტიკური ნაბიჯები - დავით ჩიხელიძე ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე

06 Aug 2021 11:00

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილ ათწლიან განვითარების გეგმის პრეზენტაციას ეხმაურება.


მისი თქმით, არსებული ეკონომიკური ზრდის ორნიშნა ციფრი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სწორმა პოლიტიკურმა ნაბიჯებმა განაპირობა:


„დღეს ფინანსთა სამინისტროს ათწლიანი განვითარების პრეზენტაცია იყო, გეგმის შესახებ დეტალურად არ ვისაუბრებ, მხოლოდ რამდენიმე საინტერესო ფაქტზე გავამახვილებ ყურადღებას. ქვეყანას ბოლო სამი თვის განმავლობაში 29,8%, ხოლო ბოლო 6 თვის განმავლობაში 12, 8% ეკონომიკური ზრდა აქვს, ეს არის ციფრები, რომელზეც არათუ ევროპის, არამედ მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ოცნებობს, პანდემიამ ყველა ქვეყნის ეკონომიკა დააზარალა და დაამუხრუჭა, აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღება, რათა თითოეული ადამიანის ყოველდღიურობა გაუმჯობესდეს. ეს ციფრი არ გვექნებოდა, რომ არა პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სწორი პოლიტიკური ნაბიჯები, რომელმაც დღეს არსებული ეკონომიკური ზრდის ორნიშნა ციფრი განაპირობა.


საქართველოს ეკონომიკურ აღმასვლას, საფრთხეს ისევ და ისევ ქართველები ვუქმნით, სამწუხაროდ არ გვიყვარს, რეკომენდაციების და შეზღუდვების დაცვა, რამაც შესაძლოა, გამოუსწორებელ შედეგამდე მიგვიყვანოს. საგულისხმოა, რომ ახლოვდება სახელმწიფო ვალის გადახდის თარიღი, აღნიშნულის გათვალისწინებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაღალი ეკონომიკური ზრდა. ხომ შეიძლება ერთხელ მაინც ვიაზროვნოთ სახელმწიფოებრივად? 


ვიზრუნოთ და ვიფიქროთ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ირგვლივ მყოფ ადამიანებზე, დავიცვათ რეკომენდაციები და გავაძლიეროთ ერთმანეთი. ეკონომიკა საკმაოდ მყიფე სფეროა, რომლის გაჩერება მარტივია, ხოლო აღდგენა საკმაოდ რთული. მოგიწოდებთ არ შევაჩეროთ ეკონომიკური ზრდა, დავიცვათ რეკომენდაციები, ვიზრუნოთ ერთმანეთზე“, - აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.


pia.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი