„ქართული ოცნების“ ოფისში, მთავრობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით უმრავლესობის სხდომა დაიწყო.
ცნობილი გახდა, რომ შეხვედრას უმრავლესობის წევრები, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარტიის თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი ესწრებიან.
ცნობილია, რომ უმრავლესობის შეხვედრა ასევე უკავშირდება მიმდინარე საკითხებს, მათ შორის, საუბარი შეეხება ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს.