IRI-ის კვლევით, გამოკითხულთა უმრავლესობას ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი მოსწონს

06 Aug 2021 15:08

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის"-IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობას, 88 პროცენტს საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე მოსწონს. მოწონების რეიტინგით მას 58 პროცენტით თბილისის მერი, კახა კალაძე მოსდევს, ხოლო მესამე ადგილზეა პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია. მას გამოკითხული რესპონდენტების 56 პროცენტი უჭერს მხარს.


მომდევნო, მეოთხე ადგილზეა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც გამოკითხული რესპონდენტების 40 პროცენტს მოსწონს. მეხუთე ადგილზე, 39 პროცენტით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიაა, ხოლო მეექვსე ადგილს მოწონების რეიტინგში პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი იკავებს. პირველ ათეულში შესაბამისად მომდევნო ადგილებზე არიან პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე, ანა დოლიძე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მოძრაობა „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე.


"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" 2021 წლის წინასაარჩევნო საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში ჩატარდა და მრავალსაფეხურიანი შერჩევითი მეთოდის გამოყენებით მასში მონაწილეობა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტმა მიიღო. IRI-ის თანახმად, კვლევის ცდომილების ზღვარი +/-2.5 პროცენტს შეადგენს.




კომენტარები:

ფართი შოპი