ლევან იოსელიანი - თუ არ იქნება რიგგარეშე არჩევნები, ამისთვის თავში ხელს არ შემოვიტყამ და არ ვიტყვი, დავიღუპეთ

06 Aug 2021 17:30

ოპოზიციის მიზანი საკრებულოში მეტი დეპუტატის შეყვანა უნდა იყოს - თუ არ იქნება რიგგარეშე არჩევნები, თავში ხელს არ შემოვიტყამ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "მოქალაქეების" დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.


მისი თქმით, მოსახლეობის პრობლემების გადაჭრა სწორედ საკრებულოშია შესაძლებელი.


"ჩემი აზრით, ოპოზიციის მიზანი უნდა იყოს თვითმმართველობის არჩევნებზე კარგი შედეგი აჩვენოს და საკრებულოში მეტი დეპუტატი შეიყვანოს, რომ რეალურად, უკეთესი საკრებულო მოვიღოთ, სადაც ჩვენი მოქალაქეების პრობლემები ბევრად უფრო ეფექტურად იქნება გადაწყვეტილი. რაც შეეხება რიგგრეშე არჩევნებს, იცით, რომ ამაზე განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს - ჩვენ რიგგარეშე არჩევნების წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ რიგგარეშე არჩევნები ერთადერთ გამოსავლად არ მიგვაჩნია. თუ არ იქნება რიგგარეშე არჩევნები, გავიმეორებ - ამისთვის თავში ხელს არ შემოვიტყამ და არ ვიტყვი, რომ დავიღუპეთ. 


რეალურად, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მთელი ეს პერიოდი, დავინახეთ, რომ ვერანაირ რეალურ პრობლემაზე კონცენტრირება ვერ მოვახდინეთ, ვერ მივიღეთ ვერც ერთი გადაწყვეტილება პარლამენტში, რომელიც მოქალაქეების ცხოვრებას გახდიდა უკეთესს, შეამსუბუქებდა და გამოიყვანდა იმ მდგომარეობიდან, რაშიც არიან, საუბარია განათლებაში დაგროვილ პრობლემებზე, სოციალურ მდგომარეობაზე და ა.შ. ამ პრობლემების გადაჭრა საკრებულოში ხდება,"- განაცხადა იოსელიანმა.


ცნობისათვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "2024 წლამდე არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება".




კომენტარები:

ფართი შოპი