ვახტანგ მეგრელიშვილი - თუკი “ოცნება" არჩევნებში 43%-ს ვერ მიიღებს, გამოიძებნება გზები, როგორ ჩატარდეს 2022 წელს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები

06 Aug 2021 18:04

თუკი "ქართული ოცნება" ადგილობრივ არჩევნებში 43%-ს ვერ მიიღებს, გამოიძებნება გზები, როგორ ჩატარდეს 2022 წელს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები, როგორც ეს შარლ მიშელის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "გირჩის" დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განუცხადა.


მეგრელიშვილის შეფასებით, იმის მიუხედავად, გავიდა თუ არა "ქართული ოცნება" შეთანხმებიდან, ასეთი შედეგი იმაზე მიუთითებს, რომ "ქართული ოცნება" არჩევნებში დამარცხდა.მისივე თქმით, ახლა მმართველი პარტია ცდილობს, წინასაარჩევნოდ საკუთარი ამომრჩეველი დააჯეროს, რომ მას ასეთი ვალდებულება არა აქვს, ოპოზიციის რიგებში კი, დაბნეულობის შეტანა სურს. "თუკი "ქართული ოცნება" არჩევნებში ხმების 43%-ს ვერ მიიღებს, ის პოლიტიკურად მაინც წაგებული იქნება. რა პროცესებს გამოიწვევს ეს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები როდის ჩატარდება, არაპროგნოზირებადია. გამიჭირდება იმის თქმა, რა ფორმას მიიღებს. შეიძლება ხალხი გამოვიდეს ქუჩაში. რაც არ უნდა გააკეთოს "ქართულმა ოცნებამ" პროცესის გაჩერება შეუძლებელი იქნება", - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.



კომენტარები:

ფართი შოპი