მამუკა ხაზარაძე - სად არის გამოსავალი? „ოცნების“ ადგილობრივ არჩევნებში დამარცხება, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა 2022 წელს, ყველა პროდასავლური ძალის გაერთიანება

06 Aug 2021 18:25

„ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ქვეყნის დასავლური კურსის ცვლილებისკენ არის მიმართული.„ქართული ოცნების“ პოლიტიკა მიმართულია ქვეყნის დასავლური კურსის ცვლილებისკენ, ამას ორი წინაპირობა აქვს - ბიძინა ივანიშვილის პირადი ვალდებულებები რუსეთთან და „ოცნების“ დაუოკებელი სურვილი ხელისუფლების შენარჩუნების, თუნდაც ეს ქვეყნის ევროატლანიკურ კურსს ეწინააღმდეგებოდეს... სად არის გამოსავალი? 

„ოცნების“ ადგილობრივ არჩევნებში დამარცხება, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა 2022 ში, ყველა პროდასავლური ძალის გაერთიანება. დროა საზოგადოების სრული მობილიზების და გაერთიანების“, - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.




კომენტარები:

ფართი შოპი