რატი ბრეგაძე FBI-ს ატაშეს შეხვდა

06 Aug 2021 18:59

მართლწესრიგი და საზოგადოებრივი უსაფრთხოება იყო მთავარი განსახილველი საკითხი იუსტიციის მინისტრსა და ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს ატაშეს შეხვედრაზე. რატი ბრეგაძემ და ჰეზერ ბერგმა  სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები დასახეს. მათ შორის, საუბარია FBI - ის ჩართულობით სხვადასხვა მიმართულებით  ტრეინინგების ჩატარებაზე.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს  ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლო მჭიდრო პარტნიორობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.




კომენტარები:

ფართი შოპი