სამწუხაროა, რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების მცდელობა, მოხდეს საარჩევნო გარემოს დისკრედიტაცია - დავით ჩიხელიძე ISFED-ის ანგარიშზე

06 Aug 2021 20:12

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) მიერ გამოქვეყნებულ შეფასებას ეხმაურება.


ჩიხელიძე ISFED-ის შეფასებას სიცრუეზე აგებულს უწოდებს:


„მსურს გამოვემხაურო ა/ო სამართლიანმა არჩევნების (ISFED) მიერ არაოფიციალური წინასაარჩევნო გარემოს შეფასებას, რომელიც 1 ივლისი - 2 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავს, სრულად გაუგებარია რას ნიშნავს ტერმინი „არაოფიციალური წინასაარჩევნო გარემო“, ასეთი ტერმინი ბუნებაში არ არსებობს.


წინასაარჩევნო პერიოდი ნიშნავს არჩევნებამდე 60-დღიან პერიოდს, კანონი არ ცნობს არაოფიციალურ არც წინა და არც უკანა საარჩევნო გარემოს. მათ „შენიშვნებში“ ყველაზე ხშირად გვხვდება სიტყვა სავარაუდო, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ მათი კვლევა, თუ შეიძლება ზღაპრებს კვლევა ეწოდოს, სიცრუეზეა აგებული, ფაქტი ან ხდება ან არ ხდება. არანაირი სავარაუდო, უფრო მეტი კონკრეტიკა და მტკიცებულებებია საჭირო. მათი შენიშვნებიდან ერთ-ერთი ასეთია: „მმართველი პარტიის კანდიდატების არაოფიციალური კამპანიის 4 შემთხვევა”.


ძვირფასო ISFED, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს აქვს საარჩევნო კოდექსი (წაიკითხეთ, საინტერესო რაღაცებს აღმოაჩენთ) აღნიშნულ კოდექსში არის VI თავი წინასაარჩევნო კამპანია, სადაც წერია, „წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე“. შესაბამისად, თუ მერის წარმომადგენელი მოსახლეობას სამუშაო გარემოში შეხვდება, ეს ნორმაა, მისი სამსახურებრივი მოვალეობაა, არა წინასაარჩევნო შეხვედრა. სამწუხაროა, რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების მცდელობა, მოხდეს საარჩევნო გარემოს დისკრედიტაცია. აღნიშნული ნეგატიურად მოქმედებს, როგორც ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე, ასევე, არასამთავრობო სექტორის შემდგომ განვითარებაზე“, - აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.




კომენტარები:

ფართი შოპი