შალვა პაპუაშვილი - აღქმებზე და "იმან ამას უთხრაზე" დაფუძნებული დასკვნებით რომ იქნებოდა ISFED-ის ანგარიში გაჯერებული, ამ ორგანიზაციის სტანდარტად იქცა და არც არავის უკვირს

06 Aug 2021 22:19

აღქმებზე და "იმან ამას უთხრაზე" დაფუძნებული დასკვნებით რომ იქნებოდა ISFED-ის ანგარიში გაჯერებული, უკვე ამ ორგანიზაციის სტანდარტად იქცა და არც არავის უკვირს, - „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ამით პაპუაშვილი ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშშს ეხმაურება.


როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, „ზოგს კრიტიკა ცალკარა ჰგონია“


„სამართლიანმა არჩევნებმა" წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა.


აღქმებზე და "იმან ამას უთხრაზე" დაფუძნებული დასკვნებით რომ იქნებოდა ეს ანგარიში გაჯერებული, მგონი, ეს უკვე ამ ორგანიზაციის სტანდარტად იქცა და არც არავის უკვირს.


მაგრამ ამ მოლოდინსაც კი გადააჭარბა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მხრიდან - რომელმაც "სამართლიანი არჩევნების" მიერ უბნების 8%-ზე ბიულეტენების მეტობის მტკიცების სიყალბე დოკუმენტურად დაამტკიცა - სამართლიანი არჩევნების "დაბალი სტანდარტის მქონე" სადამკვირვებლო ორგანიზაციად მოხსენიების წარმოჩენა, როგორც ამ ორგანიზაციაზე "ზეწოლა".


ანუ, რა ვქნათ ახლა, ორგანიზაციაზე, რომელიც ერთი თვე პარალელური დათვლის ნამდვილ შედეგებს უმალავდა საზოგადოებას და რვა თვე მეტობით ოქმების სიას, უბოდიშოდ კრიტიკული აზრის გამოთქმაც აკრძალულია?


საინტერესოა, ზოგს კრიტიკა ცალკარა რომ ჰგონია”, - წერს პაპუაშვილი.




კომენტარები:

ფართი შოპი