მხარის პირველი პირი სოფელში არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნო. მოსახლეობისგან პრიორიტეტული საკითხების, საჭიროებების, ასევე, ადგილობრივი პრობლემების შესახებ მოისმინა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა.
ამასთან, დავით ნოზაძემ განაცხადა, რომ მოქალაქეებთან შეხვედრები მისი პრიორიტეტია და მათთან კომუნიკაციას, რეგიონის მასშტაბით, აქტიურად, ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს.