ნიკა გვარამია სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

06 Aug 2021 23:05

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. გვარამია ამ წუთებში უწყების წარმომადგენლების კითხვებს პასუხობს. თუ რა ფაქტთან დაკავშირებით დაიბარეს ის გამოკითხვაზე, უცნობია. გვარამია ჟურნალისტებთან კომენტარს უწყების დატოვების შემდეგ გააკეთებს.„გამოკითხვაზე ვარ მოსული, ჯერ ვერაფერს გეტყვით, გამოსვლის მერე შესაძლოა, კომენტარი გავაკეთო“, - განაცხადა გვარამიამ. არხის ინფორმაციით, ნიკა გვარამიას უწყებაში მოწმის სახით გამოკითხვა შესაძლოა, გასულ კვირას „მთავარი არხის“ ეთერში გასულ ინფორმაციას უკავშირდებოდეს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს უსმენს. კერძოდ, 1-ელ აგვისტოს, გადაცემაში „მთავარი აქცენტები“ ნიკა გვარამიამ წაიკითხა, როგორც თავად აღნიშნა, სუს-იდან მოპოვებული კრებსი. გვარამიას ინფორმაციით, ჩანაწერებში საუბარია სასულიერო პირებზე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებზე, მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებსა და მათ პირად ცხოვრებაზე.




კომენტარები:

ფართი შოპი