შეხვედრაზე ოზურგეთის მერობის კანდიდატთან გია ცეცხლაძესთან და პარტიული ორგანიზაციის წევრებთან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მზადების პროცესი და მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილეს. ოზურგეთში, პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონულ ორგანიზაციაში შეხვედრას პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, პოლიტიკური მრჩეველი ლევან დოლიძე და პარტიის წევრი ეკატერინე ვეფხვაძე ესწრებოდნენ.