გიორგი ვოლსკი: მწვანე ბაღი საოკუპაციო ხაზთან არის დემონსტრირება იმისა, რომ ოკუპაციას არასდროს შევეგუებით

07 Aug 2021 17:24

„მწვანე ბაღი საოკუპაციო ხაზთან არის დემონსტრირება იმისა, რომ ოკუპაციას არასდროს შევეგუებით. ეს არის დემონსტრირება იმისა, რომ აქ,  ამ უბედურების ამსახველი ხაზის სიახლოვეს ცხოვრებაზე მოსახლეობა არასდროს იტყვის უარს. -განაცხადა პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან და დეპუტატებთან ერთად სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.


„ეს არის საოკუპაციო ხაზი. ჩვენი ეროვნული ტრაგედიის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოვლინება. რაც აქ ხდება არა მარტო სამართლებრივ ჩარჩოში არ ჯდება და არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე, არამედ თრგუნავს იმ რესურსს, რაც გააჩნია აქაურ მოსახლეობას. მაგრამ არის მეორე სინამდვილეც. აქ გვერდით ბაღია, მწვანე ბაღი საოკუპაციო ხაზთან არის დემონსტრირება იმისა, რომ ოკუპაციას არასდროს შევეგუებით. ეს არის დემონსტრირება იმისა, რომ აქ,  ამ უბედურების ამსახველი ხაზის სიახლოვეს ცხოვრებაზე მოსახლეობა არასდროს იტყვის უარს. ყველას, ვინც აქ ცხოვრობს, ვინც დღენიადაგ მუშაობს, უვლის ამ ბაღებს, ვენახებს, ჭირდებათ სერიოზული მხარდაჭერა ხელისუფლების“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.



კომენტარები:

ფართი შოპი