"თბილისის მერია ფულს ირაციონალურად ხარჯავს და რეალურ საჭიროებებს არ აკმაყოფილებს" - "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ნონიაშვილმა ბრიფინგი გამართა

07 Aug 2021 17:40

"ერთი მხრივ, ის თბილისის მერია და კალაძე გასცემს ხარჯებს, რომელიც არის თავისი არსით ფლანგვა, იმ პირობებში, როდესაც ბევრად მეტი საჭიროებები გვაქვს, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მძიმე პირობებში არიან და ამ სიმდიდრეში, მიწისქვეშა ურნებში გასცემს ამ თანხებს, მაგრამ მეორეს მხრივ ამ ყველაფრით ხეირობს მის მიმართ, უშუალოდ კალაძის მიმართ ლოიალური კომპანია “ჯი თი” ჯგუფი, რომელიც მას ფულს სწირავს."- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ნონიაშვილმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა.


"დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაფიცულები არიან, ისინი ხელფასის ზრდას, გადამზიდი ავტომობილების შეკეთებას, ურნების მოწესრიგებას, ფორმის, ფეხსაცმლის, ხელთათმანების დარიგებას ითხოვენ. ამაზე პასუხად თბილისის მერია თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს მუშაობისთვის აუცილებელ საჭიროებებს არ უკმაყოფილებს და მეტიც, მათ დასჯით ემუქრება. მე მინდა გავახსენო თბილისის მერიას, რომ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ვაკე გამოარჩია დანარჩენი უბნებისგან მან და 2020 წელს თბილისის მერიამ ჩვეულებრივი ურნებისგან განსხვავებით ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ურნები დაამონტაჟა, რაშიც მან გადაიხადა 5 მილიონ ლარამდე. ეს თანხა თავისუფლად შეიძლებოდა მოხმარებოდა დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ხელფასის ზრდას, მაგალითად თვეში მინიმუმ 100ლარის რაოდენობით და ასევე თავისუფლად შეიძლებოდა მოხმარებოდა მათი პირობების გაუმჯობესებას. 5 მილიონი ლარი, რომელიც შარშან დახარჯა თბილისის მერიამ მიწისქვეშა ურნებში, შეიძლებოდა მოხმარებოდა ნაგავმზიდი მანქანების გაუმჯობესებას ან ხელახლა შესყიდვას, ან შეკეთებას. თავისუფლად შეიძლებოდა მოხმარებოდა ხელთათმანების, ფორმების, ფეხსაცმელების ყიდვას და დღესდღეობით დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ამბობენ , რომ ზაფხულის ფორმები არ აქვთ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ არ არის შესყიდული ან მათ არ ურიგდებათ ხელთათმანები ან მათ არ ურიგდებათ ფეხსაცმელები და არიან ძალიან მძიმე პირობებში. აქვე მინდა გავახსენო ყველას, რომ 5 მილიონი ლარი, როდესაც თბილისის მერიამ დახარჯა მიწისქვეშა ურნებში, რომლეიც იყო ირაციონალური ხარჯი და შეიძლებოდა ბევრად უფრო იაფი დამჯდარიყო ჭავჭავაძის გამზირის ურნების მოწყობა და კეთილმოწყობა. ტენდერი მოიგო მის მიმართ ლოიალურმა კომპანიამ “ჯი თი” ჯგუფმა, რომელსაც “ქართული ოცნებისთვის” უკანასკნელი წლების განმავლობაში აქვს 160 000 ლარი შეწირული. ერთი მხრივ, ის თბილისის მერია და კალაძე გასცემს ხარჯებს, რომელიც არის თავისი არსით ფლანგვა, იმ პირობებში, როდესაც ბევრად მეტი საჭიროებები გვაქვს, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მძიმე პირობებში არიან და ამ სიმდიდრეში, მიწისქვეშა ურნებში გასცემს ამ თანხებს, მაგრამ მეორეს მხრივ ამ ყველაფრით ხეირობს მის მიმართ, უშუალოდ კალაძის მიმართ ლოიალური კომპანია “ჯი თი” ჯგუფი, რომელიც მას ფულს სწირავს, როგორც პოლიტიკურ პარტიას და ხელისუფლებას." - განაცხადა ნონიაშვილმა.



კომენტარები:

ფართი შოპი