"მე მახსოვს ჩვენი ჯარისკაცების სახეები... პირველივე წამიდან ვიმეორებდი, საქართველო არ დანებდება" - რას წერს სააკაშვილი აგვისტოს ომზე?

07 Aug 2021 18:58

ჩვენ ვერ გაგ­ვა­ფარ­ჩა­კე­ბენ, ჩვენ ვერ ჩაგ­ვა­გო­ნე­ბენ, რომ ჩვენ ვართ ლუ­ზე­რე­ბი და და­მარ­ცხე­ბუ­ლე­ბი - ჩვენ ვიქ­ნე­ბით გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი! გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის, ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის, შინ­დი­სის გმი­რე­ბის, ძმე­ბი რო­მე­ლაშ­ვი­ლე­ბის სამ­შობ­ლო შე­უძ­ლე­ბე­ლია იყოს და­მარ­ცხე­ბუ­ლი!“- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს აგ­ვის­ტოს ომზე წერს. რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლო. "მე მახ­სოვს ყო­ვე­ლი წუთი, ყო­ვე­ლი წამი, იმ აგ­ვის­ტოს დღე­ე­ბის. მახ­სოვს ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბის სა­ხე­ე­ბი, მახ­სოვს ქუ­ჩა­ში გა­მო­სუ­ლი ასო­ბით ათა­სი თბი­ლი­სე­ლი. არც ჯა­რის­კა­ცე­ბის სა­ხე­ებ­ზე და არც ხალ­ხის სა­ხე­ებ­ზე მე არ მი­ნა­ხავს შიში. მე ვნა­ხე შეშ­ფო­თე­ბა, რა თქმა უნდა, იყო დიდი ნერ­ვი­უ­ლო­ბა, მაგ­რამ არ იყო შიში და არა­ნა­ი­რი და­ნე­ბე­ბის სურ­ვი­ლი. პირ­ვე­ლი­ვე წა­მი­დან მე ვი­მე­ო­რებ­დი, სა­ქარ­თვე­ლო არას­დროს არ და­ნებ­დე­ბა და ამას­ვე ამ­ბობ­და თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, ვინც იმ დღე­ებ­ში ას­რუ­ლებ­და თა­ვის სა­ხელ­მწი­ფო ფუნ­ქცი­ას და უბ­რა­ლოდ, სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცია ეკა­ვა.



სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა შეძ­ლეს შე­უძ­ლე­ბე­ლი, რამ­დე­ნი­მე დღე შე­ა­ჩე­რეს ათ­ჯერ მეტი რა­ო­დე­ნო­ბის მტე­რი, მა­ნამ სა­ნამ ჩვენ მო­ვი­გეთ დრო და მსოფ­ლი­ომ გა­მო­იღ­ვი­ძა და რუ­სეთ­მა ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა მთე­ლი თა­ვი­სი სტრა­ტე­გი­უ­ლი გეგ­მა, ვერ აიღო სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლა­ქი. ვერ და­ამ­ხო სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტია და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. შემ­დეგ რუ­სებ­მა კარ­გად იმუ­შა­ვეს გამ­წა­რე­ბის­გან, კი­დევ უფრო მეტი მონ­დო­მე­ბით ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს გა­მო­უც­ვა­ლეს მახ­სოვ­რო­ბის ჩიპი, მათ ჩა­ა­გო­ნეს რომ სა­ქარ­თვე­ლო და­მარ­ცხდა, მათ ჩა­ა­გო­ნეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო გა­იქ­ცა.


თუმ­ცა არ ყო­ფი­ლა არც ერთი შემ­თხვე­ვა ფი­ნე­თის კამ­პა­ნი­ის შემ­დეგ, რო­დე­საც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის რუ­სე­თის ჯარი შეჭ­რი­ლი­ყო რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში და მთლი­ა­ნად ის არ და­ე­პყრო. რო­გორც ჩანს, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი მთლი­ა­ნი და­პყრო­ბა მა­ინც გან­ხორ­ცი­ელ­და ჰიბ­რი­დუ­ლად, 2012 წელს და ამის შე­დე­გებს ვიმ­კით დღეს. ამი­ტომ, ამო­ცა­ნა მა­ში­ნაც და ამო­ცა­ნა დღე­საც რჩე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს დაც­ვა და სა­ქარ­თვე­ლოს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ამ­ჯე­რად, უკვე სა­მუ­და­მოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ნა­ი­რი მტრუ­ლი ძა­ლის­გან!


მე გან­წყო­ბი­ლი ვარ გა­სა­მარ­ჯვებ­ლად და ის ხალ­ხი ვინც 2008 წელს ერთ მუშ­ტად იყო შეკ­რუ­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ კი­დევ ცო­ცხა­ლია და არ შეც­ვლი­ლა და თქვენც გან­წყო­ბილ­ნი ხართ გა­სა­მარ­ჯვებ­ლად! ჩვენ ვერ გაგ­ვა­ფარ­ჩა­კე­ბენ, ჩვენ ვერ ჩაგ­ვა­გო­ნე­ბენ, რომ ჩვენ ვართ ლუ­ზე­რე­ბი და და­მარ­ცხე­ბუ­ლე­ბი - ჩვენ ვიქ­ნე­ბით გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი! გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის, ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის, შინ­დი­სის გმი­რე­ბის, ძმე­ბი რო­მე­ლაშ­ვი­ლე­ბის სამ­შობ­ლო შე­უძ­ლე­ბე­ლია იყოს და­მარ­ცხე­ბუ­ლი! ჩვე­ნი სა­უ­კე­თე­სო დღე­ე­ბი და გა­მარ­ჯვე­ბე­ბი, ჯერ კი­დევ წინ არის და იქ­ნე­ბა მალე!“ - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.


კომენტარები:

ფართი შოპი