"საზოგადოებამ და სახელმწიფომ არ უნდა შეაჩეროს ბრძოლა, სანამ საქართველო არ იქნება თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო" - გიგი წერეთელი

07 Aug 2021 21:52

დღეს, 7 აგვისტოს, 16:00 საათზე, ქუთაისში აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალს "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავჯდომარე გიგი წერეთელი ეწვია, მან პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.


"დღეს ძალიან მძიმე დღეა, ჩვენ ვიხსენებთ ამ ურთულესს პერიოდს საქართველოს ისტორიაში, საქართველოს დიდ განსაცდელსა და დიდ გმირობას, რომელიც ჩვენ ვნახეთ ჩვენი თანამემამულეებისგან. ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაიღუპა და მათ ხსოვნას პატივს მივაგებ დღეს. 

რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა დასრულებული არ არის, ამაზე ჩვენ ყოველდღე ვხედავთ, ყოველდღე აღვიქვამთ ყოველდღე ვუყურებთ როგორ გრძელდება ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, ამიტომ ერთადერთი საშუალება და გამოსავალი არის ის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ და სახელმწიფომ არ შეაჩეროს ეს ბრძოლა სანამ საქართველო არ იქნება თავისუფალი და არ იქნება თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო.'' - განაცხადა გიგი წერეთელმა.




კომენტარები:

ფართი შოპი