დავით კირკიტაძე - მცდარია ინფორმაცია, რომ მარნეულის ორგანიზაციის წევრები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ

07 Aug 2021 23:08

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით კირკიტაძის განცხადებით, მცდარია ინფორმაცია, რომ მარნეულის ორგანიზაციის წევრები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. დავით კირკიტაძემ „ინტერპრესნიუსთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის აგილ მუსტაფაევის განცხადებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას სურდა კენჭი ეყარა, როგორც მარნეულის მერობის კანდიდატს, თუმცა, მარნეულში მერობის კანდიდატად სხვას განიხილავენ.


"ორგანიზაცია მთლიანად არის ჩართული პროცესში, უბრალოდ, მას ჰქონდა სურვილი, რომ კენჭი ეყარა, როგორც მერობის კანდიდატს. მერობის კანდიდატად იყრიდა კენჭს 2019 წელს და არ იყო დამაკმაყოფილებელი შედეგი, ამიტომ ჩვენ მარნეულში მერობის კანდიდატზე ვყალიბდებით სხვა პიროვნებაზე. რამდენიმე პიროვნება იტესტება და არც ერთი არ იყო მათ შორის აგილ მუსტაფაევი. მხოლოდ ამის გამოა მიღებული მისი ეს გადაწყვეტილება, რომ ამ არჩევნებიდან გვერდზე გაიწიოს. ის არსად წასულა. ჩვენი ყველა კანდიდატი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იქნება ადამიანი, რომელიც აუცილებლად დაამარცხებს ხელისუფლების კანდიდატს. ჩვენ ამოვდივართ იქიდან, ვის აქვს დღეს შესაბამისი რესურსი და ავტორიტეტი, რეიტინგი, ენერგია და არა იქიდან, ვის რა უკეთებია და რამდენი ხანია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი“,- აღნიშნავს კირკიტაძე.ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აგილ მუსტაფაევმა დღეს აღნიშნა, რომ მარნეულის ორგანიზაციის წევრები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.



კომენტარები:

ფართი შოპი