ნიკა გვარამიამ სუსის ხელმძღვანელებს განუცხადა, რომ მისი წყაროები არიან გიორგი გახარია და მისი გარემოცვა - დავით ჩიხელიძე

07 Aug 2021 23:33

დემოკრატიული ცვლილებების ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას გამოკითხვასთან დაკავშირებით საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს.


როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ნიკა გვარამია გარკვეული დივიდენდების სანაცვლოდ იმ პირების ვინაობას ასახელებს, რომლებმაც მას 


მისივე თქმით, ნიკა გვარამიამ სუსის ხელმძღვანელებს განუცხადა, რომ მისი წყაროები გიორგი გახარია, ნატალია საბანაძე, გიორგი ხოჯევანიშვილი და კახაბერ ქემოკლიძე არიან:


„კონკრეტული დეტალები ამჟამად ჩემთვის უცნობია, თუმცა როგორც გავიგე, ნიკა გვარამია, რომელსაც უყვარს განსაკუთრებით ხელგაშლილი ცხოვრება და არ ზოგავს ფულს ტანსაცმელსა და სხვა პირადი საჭიროების ნივთებზე, გარკვეული დივიდენდების მიღების სანაცვლოდ (დიდი ოდენობით ფულზეა საუბარი), ასახელებს იმ პირებს, რომლებმაც მიაწოდეს მას „თითქოსდა სუსიდან გამოჟონილი ინფორმაციები“.


უფრო დეტალურად რომ ვთქვათ, პირველ შეხვედრაზე მან შეათანხმა ინფორმაციის გაცემის საფასური, ხოლო მეორე შეხვედრაზე მივიდა შეთანხმების დასადასტურებლად, სადაც ჩემი ინფორმაციით, ნიკა გვარამიამ სუსის ხელმძღვანელებს განუცხადა, რომ მისი წყაროები არიან ახლად გამომცხვარი ოპოზიციონერები გიორგი გახარია და მისი გარემოცვის წევრები: 

საბანაძე, ხოჯევანიშვილი და ქემოკლიძე (არც ისე შორს დგას რეალობიდან, რადგან მათ წარსულში, საკუთარი თანამდებობებიდან გამომდინარე, ისედაც მიუწვდებოდათ ხელი, გარკვეულ სამსახურებრივ ინფორმაციაზე და თავისუფლად შეეძლოთ განეხორციელებინათ საჭირო მანიპულაცია).


გვარამიამ სუსის ბოსებს, ასევე, განუცხადა, რომ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, მასთან კავშირზე იყო და არის ბოლო პერიოდში ტელევიზიების „ჩიტად“ ქცეული, სუსის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე (სოსო გოგაშვილი, რომელიც თურმე გვარამიასთან კომუნიკაციაში შედიოდა მისი ყურმოჭრილი მონის, „სამოქალაქო განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის“ დამფუძნებლის გიორგი ყუფარაძეს მეშვეობით (თუ თვალს გადავავლებთ, გ. ყუფარაძეს ფეისბუკგვერდს, მარტივად დავინახავთ, რომ ეს ინფორმაცია უდავო ჭეშმარიტებაა, ყუფარაძე გახდა როგორც გვარამიას, ასევე ,მელაძეს რესპონდენტი და დაკავებულია სახელმწიფო სტრუქტურებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის სისტემატური გავრცელებით)“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.


ინფორმაციისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია 6 აგვისტოს სუსში დაკითხვაზე იმყოფებოდა. აღნიშნული უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა გვარამიას სუსში მისვლა მისი არხის ეთერში გავრცელებულ მასალას არ უკავშირდება.


„მან თავად მოინდომა უწყებაში მოსვლა სრულიად სხვა თემაზე, თუმცა ამ ეტაპზე მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით“, - განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.




კომენტარები:

ფართი შოპი