"კოტეს ჰომოსექსუალური ურთიერთობები "სიბინძურედ" ნამდვილად არ მიაჩნია"-თინა ბოკუჩავა

16 Jun 2018 05:34

"შეეშალა. ბოდიში მოიხადა. გავიგეთ. გავიარეთ.


მაგრამ ის ხალხი ხართ ყველაზე უხერხული, ახლა რომ გადაფსიხდით და თოვლივით შეურაცხყოფილნი ხართ, ხოლო როცა ბიძინა ალასანიას პირად ცხოვრებას აფრიალებდა, ფანჯიკიძეს მთავრობის სხდომაზე წიგრიცას ეძახდა და კადრებს უყრიდა, მანამდე კი მიშას ხან ძუძუს მოჭმას ხან კი სანდრას ორგანოებით ვაჭრობას აბრალებდნენ, დუმდით ან კი გულმოდგინედ ტირაჟირებდით ამ ჭორებს.


ასევე უხერხული ხართ ის ხალხი, ვინც ბიძინასთვის კუდის ქიცინით აღტკინებულნი შეენთეთ კოტეს "სიბინძურეს ნუ აბრალებთ" მის შვილსო. აი თქვენგან განსხვავებით, კოტეს ჰომოსექსუალური ურთიერთობები "სიბინძურედ" ნამდვილად არ მიაჩნია და ადამიანებს არ ყოფს მათი სექსუალური ორიენტაციის მიხედვით.


მოკლედ, ვისაც არასოდეს არაფერი შეგშლიათ, გააგრძელეთ ქვების სროლა. დანარჩენებმა კი საქმეს მივხედოთ, ქვეყანა თავზე გვენგრევა".




კომენტარები:

ფართი შოპი