გვიცავს თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა „დელტა შტამისგან“? - კითხვაზე პასუხები Deutsche Welle-მ მოიძია

08 Aug 2021 14:39

დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსის «დელტა შტამით« ინფიცირებული, სულ მცირე, 259 გარდაიცვალა. გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული სააგენტო Общественное здравоохранение Англии - ის მონაცემებით, მათგან 116 სრულად იყო აცრილი. ამასთან დაკავშირებით, ყველას აწუხებს კითხვა: იცავს თუ არა ვაქცინა კორონავირუსის «დელტა ვარიანტისგან«? ამ კითხვაზე პასუხები Deutsche Welle- მ მოიძია და ექსპერტებზე დაყრდნობით თავიდანვე დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიახ, აცრა ეფექტიანია, მათ შორის „დელტას» წინააღმდეგ. ამის მიუხედავად, ინფიცირების რისკი მაინც რჩება. რატომ?


ვაქცინა ეფექტიანია, მაგრამ არა 100 პროცენტით!

დღემდე დამტკიცებული არცერთი ვაქცინა კორონავირუსის ინფექციისგან 100% -ით არ იცავს. ეს დადასტურებულია მასობრივი აცრის დაწყების დროიდან ჩატარებული კვლევებით. ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები ინფიცირდებიან და უარეს შემთხვევაში, იღუპებიან კიდეც, თუმცა ვაქცინაციის შემდეგ დაავადების რისკი მნიშვნელოვნად მცირდება. დღესდღეობით, დიდ ბრიტანეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსული ინფექციის შემთხვევები იზრდება. 


გერმანული ტელეკომპანია NDR- ის პოდკასტების ივნისის ერთ-ერთ გადაცემაში - «Обновление коронавируса» გერმანიის ყველაზე ცნობილმა ვირუსოლოგმა, კრისტიან დროსტენმა დაადასტურა, რომ მართლაც არის შემთხვევები, როდესაც სრულად აცრილი ადამიანები იღუპებიან. თუმცა მისივე თქმით, თითოეულ ამ შემთხვევაში საჭიროა სპეციალისტებმა გულდასმით შეისწავლონ, რამ გამოიწვია სიკვდილი და როგორ დაისვა დიაგნოზი. გერმანელი ვირუსოლოგის განმარტებით, გარდაცვლილთა შორის ვაქცინირებული ადამიანების დაბალი მაჩვენებელი ალბათ იმით არის გამოწვეული, რომ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი უკვე სრულად არის აცრილი. 


როგორც ჰანოვერის მედიცინის სკოლის რევმატოლოგიისა და იმუნოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა გეორგ ბერენსმა DW- სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ძალიან იშვიათია, როდესაც სრულად აცრილი ადამიანების გარდაცვალების მიზეზი უშუალოდ COVID-19 ხდება. ეს ის მომენტია, როცა ვაქცინა ანტისხეულების გამომუშავებაზე ვეღარ ზემოქმედებს - მსგავსი რამ ხდება მაშინ, თუ ადამიანი იმუნოსუპრესიულ პრეპარატებს  იღებს ან ესა თუ ის ორგანო აქვს გადანერგილი. გარდა ამისა, აცრის ეფექტი დროთა განმავლობაში მცირდება. ”არახელსაყრელი პირობების შემთხვევაში, ვაქცინაციის შემდეგ ადამიანები შეიძლება დაინფიცირდნენ”, - აღიარებს მეცნიერი. ბერენსის განმარტებით, საერთო ჯამში, აცრა ძალიან კარგ დაცვას უზრუნველყოფს, თუმცა ეს მაჩვენებელი, როგორც სხვა ვაქცინების შემთხვევაში, 100%-ი არ არის. 


სააგენტო Public Health England-ის ახალი სიმულაციური კვლევის თანახმად, , დღეის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში აცრამ დაახლოებით 7,2 მილიონი ინფიცირებას, 27 ათასი მოქალაქე კი სიკვდილს გადაარჩინა. „ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში თავიდან აცილებული დაავადებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი არა მხოლოდ ძალიან მაღალია, არამედ აცრის პროცესის პარალელურად ექსპონენციალურად იზრდება”, - განმარტავს კვლევის ერთ-ერთი ავტორი პოლ ბირელი. 


სრულად აცრის შემთხვევაში დაცვის ეფექტიც მაღალია! 

DW-ს მიერ გამოკითხული ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები „დელტა შტამის»  წინააღმდეგ ეფექტიანია. ”აცრა ძალზე ეფექტიანია. სრულად ვაქცინირებულ ადამიანებში იმუნური რეაქცია დროთა განმავლობაში უფრო ძლიერია ან თუნდაც იმავე დონეზე რჩება, ვიდრე იმ პირების შემთხვევაში, რომელთაც ანტისხეულები COVID-19-ის გადატანის შედეგად გამოუმუშავდათ,“-  აცხადებს ვირუსოლოგი ფრიდემან ვებერი. 


ექსპერტთა მოსაზრებებს სამეცნიერო დასკვნებიც ამყარებს. ახლახან ჟურნალ Nature- ში გამოქვეყნდა კვლევის შედეგები, რომლის თანახმად, BioNTech / Pfizer-ის ვაქცინა „დელტას ვარიანტისგან» კვლავ საიმედოდ იცავს. იმავდროულად, ისრაელის ახალი მონაცემები მიანიშნებს, რომ BioNTech / Pfizer-ის დამცავი ეფექტი „დელტა ვირუსის“ მიმართ, წინა კვლევებთან შედარებით, ოდნავ შემცირდა და ამ ეტაპზე 64%-ს შეადგენს. 


თუმცა ისრაელში ჩატარებული კვლევების შედეგად მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ აცრა 64%-ით COVID-19-ის სიმპტომური გამოვლენისგან იცავს, კორონავირუსის მძიმე მიმდინარეობისგან (რასაც მოჰყვება ჰოსპიტალიზაცია) დაცვის ეფექტი კი კვლავ 93%-ია. თავის მხრივ, კანადელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ „დელტას ვარიანტისგან“ დაცვის შედარებით მაღალ დონეს აჩვენებს Moderna-ს მიერ წარმოებული ვაქცინაც. მათ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ამ პრეპარატით ჩატარებული აცრა პირველი დოზიდან 14 დღის შემდეგ 72%-იან დაცვას უზრუნველყოფს. მეორე ინექციის შემდგომი ეფექტიანობის შესახებ კი მონაცემები ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. ექსპერტების შეფასებით, ადამიანები, რომლებმაც AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთეს, პირველი ინექციის შემდეგ ინფექციის მძიმე მიმდინარეობისგან 71%-ით არიან დაცული, მეორე დოზის შედეგად კი- 92%-ით.


დაგვჭირდება თუ არა რევაქცინაცია? 

ჰანოვერის მედიცინის სკოლის წარმომადგენელი გეორგ ბერენსი ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია იმის გათვალისწინება, თუ როდის აიცრნენ ისრაელის ის მოქალაქეები, რომლებიც „დელტა ვარიანტით“ დაინფიცირდნენ. როგორც ის იხსენებს, პირველი ვაქცინა ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში გაკეთდა. დროთა განმავლობაში, აცრის ეფექტი შეიძლება თანდათან შესუსტდეს და შესაძლებელია, კიდევ ერთი დოზა გახდეს საჭირო. ამის შესახებ კომპანია BioNTech / Pfizer-იც საუბრობდა თავის ბოლოდროინდელ პრესრელიზში. მათი თქმით, ეფექტიანობის შესანარჩუნებლად საჭირო და აუცილებელია მეორე დოზიდან ექვსი თვის შემდეგ მესამე ინექციის გაკეთება. სწორედ ამ მიზნით, ისინი ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს ამ წესის დამტკიცებისკენ მოუწოდებენ.


გახდება თუ არა საჭირო ახალი ვაქცინები? 

ამ დროისთვის არსებული ვაქცინები კორონავირუსის ყველა საშიში მუტაციის წინააღმდეგ ეფექტიანი იყო. თუ მათი ეფექტიანობა შემცირდება, მათი მოდიფიცირება აუციელებელი გახდება, - ამბობს ჰელჰოლცის სახელობის ინფექციური კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი პეგი რიზი. თუმცა მეცნიერის განმარტებით, არ უნდა ვიჩქაროთ. "ვაქცინა ასე სწრაფად არ მუშავდება. თუ ყოველ სამ თვეში ერთხელ ახალი შტამი გამოჩნდება, ახალი პრეპარატების შექმნას უბრალოდ ვერ მოვასწრებთ,“ - აცხადებს პეგი რიზი. როგორც მეცნიერი განმარტავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს ისე, რომ ესა თუ ის ვაქცინა კონკრეტულ ვარიანტს მოერგოს და შემდეგ ის ვეღარ გამოვიყენოთ, რადგან ვირუსი მუტაციას განაგრძობს.


როგორც მეცნიერი განმარტავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს ისე, რომ ესა თუ ის ვაქცინა ვარიანტს მოერგოს და შემდეგ ის ვეღარ გამოვიყენოთ, რადგან ვირუსი მუტაციას განაგრძობს.


ვირუსოლოგი ვებერი ამ საკითხს სხვაგვარად უდგება. ”ვაქცინები დაუყოვნებლივ უნდა მოდიფიცირდეს,“- აცხადებს ის. თავის მხრივ, BioNTech / Pfizer-მა უკვე განაცხადა, რომ ამჟამად კონკრეტულად „დელტა ვარიანტის“ საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობს. პირველი კლინიკური კვლევები კი აგვისტოში დაიწყება. 


ვირუსოლოგი ვებერი ამ საკითხს სხვაგვარად უდგება. ”ვაქცინები დაუყოვნებლივ უნდა მოდიფიცირდეს“, - აცხადებს ის. თავის მხრივ, BioNTech / Pfizer- მა უკვე განაცხადა, რომ ამჟამად კონკრეტულად „დელტა ვარიანტის“ საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობს. პირველი კლინიკური კვლევები კი აგვისტოში დაიწყება. 


ბერლინის ცნობილი საუნივერსიტეტო კლინიკა „შარიტეს“ მკვლევრები ასევე ვარაუდობენ, რომ პანდემიის დროს ვაქცინის ეფექტიანობა რეგულარულად უნდა შემოწმდეს და საჭიროების შემთხვევაში, პრეპარატები სასწრაფოდ მოდიფიცირდეს. ამ ეტაპზე ინფიცირებულთა რაოდენობა მთელ მსოფლიოში მაღალია, ამიტომაც კორონავირუსის ევოლუციაც შეიძლება უფრო სწრაფად მოხდეს, - ნათქვამია კლინიკის პრესრელიზში. 


წყარო: imedinews.ge


კომენტარები:

ფართი შოპი