2021 წლის მეორე კვარტალში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მისო-ების კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით, 2020 წლის მეორე კვარტალში 42 მისო ასაქმებდა სულ 3 974 ადამიანს, 2021 წლის მეორე კვარტალში კი 39 მისო ასაქმებს 4 212 ადამიანს.
რაც შეეხება სერვის ცენტრებს. მათი რაოდენობაც გაზრდილია. 2020 წელი - 380, 2021 წელი - 384.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ Top-10 მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც ყველზე მეტ ადამიანს ასაქმებს:
- მისო კრისტალი - 1017 დასაქმებული
- რიკო ექსპრესი - 493 დასაქმებული
- სვის კაპიტალი - 346 დასაქმებული
- კრედიტ სერვისი - 315 დასქმებული
- ლაზიკა კაპიტალი - 275 დასაქმებული
- ლიდერ კრედიტი - 257 დასაქმებული
- მიკრო-ბიზნეს კაპიტალი - 230 დასაქმებული
- ინტელექსპრესი - 213 დასაქმებული
- ევრო კრედიტი - 145 დასაქმებული
- ქართული კრედიტი - 122 დასაქმებული