თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში 8 აგვისტოს ომიდან მე-13 წლისთავთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:"პირველი შემთხვევაა, რომ ძმათა სასაფლაოზე პატივს ვერ მივაგებ გმირებს. სამწუხაროდ, ჯერ ისევ უძლურება დომინორებს ჩემში, მაგრამ ჩემი ფიქრები მათ ოჯახებთანაა.
იქნებ მოვახერხოთ ერთი დღე მაინც ვიყოთ ერთიანი - ომის შეფასებაში, მტრის დაგმობაში, მოყვარისადმი მადლიერებაში… ვემსახუროთ საქართველოს!" - წერს თინა ხიდაშელი.